BREAKING

ემიგრაცია

საბა დავითაშვილი – ქართველი ემიგრანტი ბიჭი, რომელიც იტალიურ მუსიკალურ სცენას იპყრობს

იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის საამაყო მომენტი დადგა – ახალგაზრდა მუსიკოსი, საბა დავითაშვილი, რომელიც ორი წლის წინ ემიგრანტ დედასთან ერთად ჩავიდა იტალიაში, უკვე საკუთარ სიტყვას ამბობს მუსიკაში.

საბას წარმატების გზა იტალიაში მდებარე ქართულ საკვირაო სკოლაში დაიწყო, სადაც ის შემთხვევით მოიყვანა დედამ. საკვირაო სკოლა, სახელწოდებით „იმედი“ გახლავთ ასოციაცია რომელიც ემიგრანტი ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვან საგანმანათლებლო და კულტურულ პლატფორმას წარმოადგენს. საბას წარმატების პროცესში დიდი როლი ითამაშა მუსიკის პროფესიონალმა პედაგოგმა ირმა ბაზერაშვილმა, რომელმაც ახალგაზრდა ტალანტს გაუხსნა გზა წარმატებისკენ.

დღეს საბას მუსიკალური ნიჭი უკვე ცნობილია – იტალიურმა რადიომ „Canale Cento LaRadio“-მ მოწვევა გაუგზავნა, სადაც მასთან ერთად წარდგება მისი პედაგოგიც. ეს იქნება განსაკუთრებული მომენტი, როდესაც მასწავლებელი და შეგირდი მსმენელის წინაშე ქართველი ემიგრანტების სახელით წარსდგებიან.

საბას წარმატება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ნიჭს საზღვრები არ აქვს და შრომისმოყვარეობითა და მხარდაჭერით ნებისმიერი ოცნება რეალობად იქცევა. მისი გზა ჯერ ახლა იწყება, მაგრამ უკვე ცხადია – ამ პატარა ბიჭის მომავალი დიდი მუსიკალური კარიერისკენაა მიმართული.

საემიგრაციო მედია AprioriTV ახალგაზრდა ტალანტს წარმატებებს უსურვებს და ველით მას ქართულ, იტალირ და საერთაშორისო მუსიკალურ სცენებზე!

AprioriTV მადლობას უხდის თეონა ჭანტურიას ინფორმაციის მოწოდებისთვის.

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts