რეჯო-კალაბრიაში მცხოვრები ემიგრანტების საყურადღებოდ

იტალიაში, რეჯო-კალაბრიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ხათუნა ქარაია სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს.

„მშობლების საყურადღებოდ!

რეჯო-კალაბრიაში, მამა გაბრიელის ლოცვა-კურთხევით, წმ. თამარ მეფის სახელობის სამრევლოსთან, საკვირაო სკოლის დაარსებასთან დაკავშირებით ხელმოწერების შეგროვება იწყება. სადაც, სამშობლოსგან შორს მყოფი ქართველი ბავშვები შეისწავლიან და ეზიარებიან ქართულ ენას, რელიგიას, ისტორიას, ხელოვნებას და ფოლკლორს.

გთხოვთ, ყველა მსურველმა, რაც შეიძლება მოკლე დროში, მოგვაწოდოს ხელმოწერილი თანხმობა, სადაც მითითებული იქნება ბავშვების რაოდენობა ოჯახიდან.

ტელ: 320 1468026 – წერს ხათუნა ქარაია.

Exit mobile version