Centro Servizi Geo House საკუთარ ფეისბუქის გვერდზე ემიგრანტებს მორიგ ინფორმაციას სთავაზობს. რა არის CIE ანუ ელექტრონული პირადობის მოწმობა , როგორ შეგვიძლია მისი გაკეთება და რაში შეგვიძლია გამოვიყენოთ ?
,,მოვედით საინტერესო და მნიშვნელოვანი პოსტით.
ბევრჯერ გავიარეთ თემა ელექტრონული პირადობის ანუ ეგრეწოდებული SPID ის მნიშვნელობაზე, ანუ ციფრული იდენტურობის საზოგადოებრივი სისტემა, რომელიც უკვე რამდენიმე წელია აქტიურად არის დანერგილი და, უფრო და უფრო აქტუალური და სავალდებულო ხდება მისი გამოყენება.
რა არის ციფრული იდენტურობა და როგორ ვიყენებთ მას?
SPID-ი ანუ ციფრული იდენტურობა არის საუკეთესო გამოსავალი (ბევრ ადმინისტრაციულ დაწესებულებაში უკვე სავალდებულო ), რომ გვქონდეს წვდომა საჯარო, ადმინისტრაციულ და კერძო სერვისებზე პირდაპირ ჩვენი კომპიუტერებიდან და სმარტფონებიდან. გრძელი რიგებისა და წინასწარი შეხვედრის თარიღების ჩანიშვნის გარეშე.
ემიგრანტების ნაწილმა შეძლო ამ სერვისის გააქტიურებამ, ნაწილმა შეზღუდული დროის და არატექნოლოგიურობის გამო, ვერ მოახერხა მოეხდინა რეგისტრაცია .
მორიგი სიახლე–თუმცა ეს თემა არაა ახალი, მაგრამ პრაქტიკიდან გამომდინარე, მივხვდით, რომ ნაკლებადაა ცნობილი ფართო მასებისათვის–ეს არის ელექტრონული პირადობის მოწმობის ანუ CARTA IDENTITA’ ELETRONICA იგივე CIE .თუკი მივყვებით მითითებებს და გავაქტიურებთ პირადობის მოწმობას ისე როგორც ამას ინსტრუქცია მოითხოვს, ჩვენ ხელთ გვექნება ციფრული პირადობის მოწმობა SPID ის ყველა ფუნქციით.
როგორ ხდება CIE – ს გააქტიურება?
ამ პროცედურის დროს სავალდებულოა მივუთითოთ ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი .
თუ თქვენ ეს ზემოთ აღნიშნული დოკუმენტები მოგეპოვებათ, შესაძლებელია მოხდეს ელექტრონული პირადობის მოწმობის ანუ CARTA IDENTITA’ ELETRONICA–ს რეგისტრაცია შესაბამის საიტზე და თქვენ ხელთ გექნებათ თქვენი ციფრული იდნეტობა –CIE , რაც ნიშნავს რომ აიცილებთ ბევრი დროის ხარჯვას გრძელ რიგებში სხვადასხვა სერვისებისათვის, საჯარო დაწესებულებების საიტებიდან მოახდენთ თქვნთვის სასურველი ინფორმაციის და სერთიფიკატების გადმოტვირთვას და ცხოვრება გახდება ცოტათი უფრო მარტივი და მოქნილი ამ ბიუროკრატიულ რეალობაში.
მოკლედ მარტივად რომ ვთქვათ, ჯიბეში გიდევთ თქვენი იდენტურობის დამადასტურებელი ონლაინ ვერსია .
რეგისტრაცია ხდება შემდეგ საიტზე
https://www.cartaidentita.interno.gov.it
ვაკონკრეტებთ, რომ აუცილებელია გქონდეთ პინის და პუკის კოდები, სხვა შემთხვევაში რეგისტრაცია შეუძლებელია
დამატებითი დეტალებისათვის მზად ვართ დახმარებისათვის.
#იმეეგობრეთჩვენთანდაგაიგეთმეტი
#centroservizigeohouseმუდამთქვენსსამსახურში