ქართველმა ემიგრანტმა მოსწავლემ იტალიაში პოეზიის კონკურსი მოიგო

ქართული დიასპორული მედია

ქართველმა ემიგრანტმა მოსწავლემ, გიორგი გოგოლაურმა, პოეზიის საერთაშორისო კონკურსში პირველი ადგილი მოიპოვა. – ამის შესახებ ინფორმაციას IISS Aldo Moro – Trani აქვეყნებს.

ლექსით „Lontano“ („შორს“) მან გაიმარჯვა C კატეგორიაში (საშუალო სკოლის მაღალი საფეხურის მოსწავლეები) კონკურსზე, რომელიც ორგანიზებული იყო UNESCO-ს ტრანის ასოციაციის მიერ.

გიორგი გოგოლაური სწავლობს IISS Moro-Cosmai-ში (5E Alberghiero კლასი) და დაახლოებით სამი წლის წინ ემიგრირდა საქართველოდან იტალიაში. მისი გამარჯვებული ლექსი განსაკუთრებულია იმითაც, რომ იგი ქართულ ენაზეც არის დაწერილი და ასახავს ემიგრანტის შინაგან სამყაროს და მონატრებას, სევდასა და მეხსიერებაში შენახულ სამშობლოს.

ჟიურიმ სწორედ ამ ემოციურმა და ღრმა გზავნილმა მოიხიბლა. ლექსი მოგვითხრობს იმ განცდებზე, რომლებიც ბევრ ემიგრანტს აერთიანებს: შორს ყოფნა, მაგრამ კავშირის შენარჩუნება საკუთარ ფესვებთან.

დაჯილდოების ცერემონიაზე გიორგი დიდ სიხარულს გამოხატავდა. მას გვერდით იდგნენ UNESCO ტრანის პრეზიდენტი სავინა დი ლერნია, ვიცე-პრეზიდენტი ელიზაბეტა ნიუნესი და კულტურის ასესორი ლუჩია დე მარი. ღონისძიებას ესწრებოდნენ ასევე მისი პედაგოგები და სკოლის დირექტორი, რომლებიც ამაყობდნენ მოსწავლის წარმატებით.

კონკურსის მთავარი გზავნილი იყო ინკლუზია და ინტეგრაცია მრავალკულტურულ საზოგადოებაში, სადაც სხვადასხვა კულტურა და იდენტობა ერთმანეთს ამდიდრებს.

ქართული დიასპორული მედია AprioriTV აქტიურად უჭერს მხარს მსგავს წარმატების ისტორიებს და მომავალშიც გააგრძელებს ქართველი ემიგრანტების მიღწევების გაშუქებას.

Exit mobile version