„რამდენმა უნდა დალიოს სული უცხო მიწაზე“ – ამ შინაარსის პოსტს იტალიის ემიგრანტი სოციალურ ქსელში წერს და თამარ ტაბაშიძის გარდაცვალების ამბავს იუწყება.
როგორც ემიგრანტები ამბობენ, აწ გარდაცვლილი, საქართველოში ბრუნდებოდა რა დროსაც აეროპორტში გარდაიცვალა.
„აეროპორტში როგორი სიხარულით მიდიოდი, ბარის აეროპორტი იყო შენი ემიგრანტობის წლების დასასრული? როგორ გელოდებოდა შვილები, ესაა შენი პირობა? რომ ჩავალ ბესოს სასაფლაოზე უნდა ავიდეო? რამდენი კარგი მოგონებები რამდენი კარგი გეგმები გვქონდა. მშვიდობით მეგობარო. ვუთანაგრძნობ ოჯახს, საემიგრანტო სამეგობროს. გუშინ ბოლოჯერ ეზიარა წმინდა ნიკოლოზის ტაძარში“ – წერს აწ გარდაცვლილის მეგობარი.