ქ. ვერონაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!
მიმდინარე წლის 15 მარტს, საკონსულო ოლქის შემოვლის ფარგლებში, ქ. მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებით დაგეგმილია საკონსულო მომსახურების გაწევა ვერონასა და მის მახლობლად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის.
მოქალაქეების მიღება მოხდება ქ. ლენიაგოში.
მიღების საათები და ადგილმდებარეობა გამოქვეყნდება დამატებით.
საკონსულო მომსახურების მიღების მსურველებს,გთხოვთ, ვიზიტის დანიშვნის მიზნით,
მოგვწეროთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე
Consgeo.milan@gmail.com
თქვენთვის სასურველი საკონსულო მომსახურეობის მისაღებად წარსადგენ დოკუმენტებთან დაკავშირებით, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ტელეფონის ნომერზე
+39 329 5546 282
წყარო: Georgia in Milan (საკონსულო მილანში)