ქალაქ ბარიში, 5 სექტემბერს ემიგრანტი ბავშვების სილამაზის კონკურსი „Miss end Mister baby 2024“ გაიმართება.
კონკურსის ორგანიზატორი, ქალაქ ბარიში მცხოვრები ემიგრანტი, სარესტორნო ქსელების მფლობელი ლელა მოსიაშვილი გახლავთ. სილამაზის კონკურსის გენერალური სპონსორი ქალაქ ბარიში არსებული ქართული რესტორანი „ძველი თბილისია“, ხოლო თანასპონსორი, ნუტრიციოლოგიის რეზიდენტი და ფიტნეს ინსტრუქტორი, ფლორენციაში მცხოვრები ემიგრანტი მამუკა რაშოიანი.
„Miss end Mister baby 2024“-ის საინფორმაციო მხარდაჭერას, საემიგრაციო მედიამაუწყებელი „AprioriTV“ უზრუნველყოფს.
კონკურსში მონაწილეობა, 4-იდან 15 წლამდე ასაკის ბავშვებს შეუძლიათ და მასში მონაწილეობა აბსოლუტურად უფასოა.
როგორც AprioriTV-სთან საუბარში, კონკურსის ორგანიზატორმა, ლელა მოსიაშვილმა აღნიშნა, ღონისძიებაში მონაწილეობის სურვილი ძალიან ბევრმა ბავშვმა გამოთქვა, რის გამოც, შესაძლებელია კონკურსი ქალაქში არსებულ სხვა დაწესებულების დიდ სცენაზე ან საბანკეტო დარბაზში ჩატარდეს, სადაც ემიგრანტი ბავშვები, მშობლები და ყველა მოწვეული სტუმარი თავს კომფორტულად იგრძნობს.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს, რეგისტრაციისთვის შეუძლიათ დაუკავშირდნენ ტელ: + (39) 333 708 3085
