პუტინიანოში ქართული დიასპორისთვის მუზეუმის კარს ქართულ ენაზე გახსნიან

1 და 2 ოქტომბერს, 17:00 საათზე, პუტინიანოს Museo Romanazzi Carducci-ში ქართველი ემიგრანტებისთვის განსაკუთრებული ღონისძიება გაიმართება — მუზეუმის დათვალიერება ქართულ ენაზე, გიდის თანხლებით იქნება შესაძლებელი.

Romanazzi Carducci პულიის მნიშვნელოვანი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია. მუზეუმი განთავსებულია ისტორიულ სასახლეში და მის დარბაზებში დაცულია ძველი ავეჯი, ფერწერული ტილოები, ვერცხლეული და სხვა უნიკალური ნივთები.

ღონისძიების ორგანიზატორია ინგა ცეცხლაძე — ქართველი ემიგრანტი, რომელიც ამჟამად პრაქტიკას გადის პუტინიანოს მერიის (comune) სამსახურში. სწორედ მისი ინიციატივით ეძლევა ქართულ დიასპორას შესაძლებლობა, ადგილობრივ კულტურულ მემკვიდრეობას მშობლიურ ენაზე გაეცნოს.

1 და 2 ოქტომბერი, 2026

17:00 საათი

Museo Romanazzi Carducci

Piazza Plebiscito 16, Putignano (BA)

ღირებულება — 2 ევრო

AprioriTV მოუწოდებს პულიაში მცხოვრებ ქართველებს — გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა და მიიღეთ მონაწილეობა!

რაც უფრო აქტიურად გამოვიყენებთ ქართულ ენაზე შექმნილ შესაძლებლობებს, მით მეტი მსგავსი ინიციატივის განხორციელება გახდება შესაძლებელი მომავალში.

ინფორმაცია და დაჯავშნა:

musap@comune.putignano.ba.it

080 236 7269

#AprioriTV#ქართული_დიასპორა#ქართველებიიტალიაში#Putignano#Puglia#MuseoRomanazziCarducci#ქართულიენა#ემიგრანტებიიტალიაში

Exit mobile version