„მინდა ყველას ვამცნო ამ საუკეთესო იტალიელი ქალბატონის ვინაობა, ის გრაციე კონსოლეა და მას ათასობით ქართველი ემიგრანტი ემადლიერება“ – ემიგრანტის წერილი

ყოველდღიური საჭიროებები და სოციალური აქტივობები, რომელსაც მოქალაქე ძალდატანების გარეშე, შეუფერხებლად ახერხებს, ემიგრაციაში მსგავსი რუტინა დიდ პრობლემად იქცევა ხოლმე. ნებისმიერი საკითხი გაცილებით მეტ ენერგიასა და რესურსს საჭიროებს, ემიგრაციაში ემიგრანტისთვის ყველა კარი ღია არ არის. ემიგრანტი თეონა ჭანტურია ერთ ამბავს გვიზიარებს, რომელიც ადამიანურ ჰუმანიზმზე მოგვითხრობს.

უბრალოდ კეთილი იტალიელი ქალბატონი

– ჩაო! როგორ ბრაძანდებით?

– ჩაო! მპასუხობს იტალიელი ქალბატონი და კეთილად მიღიმის.

– იცით, როცა ფოსტაში შემოვედი, გაფართიებული თვალებით თქვენ გეძებდით.

– მიხარია! – მპასუხობს ფოსტის ოპერატორი.

– როცა თქვენ მხვდებით ყველა პრობლემა რაც კი გამაჩნია საბუთების ირგვლივ, იტალიური ენის კარგად არცოდნის გამო, თუ ამა თუ იმ მიზეზით, თქვენ ცდილობთ დამეხმაროთ!

ქალბატონს ეღიმება ისევ და მპასუხობს:

– თუ კი შემიძლია დახმარება რატომ არ უნდა დაგეხმაროთ!

– ეხ ქალბატონო ყველა თქვენსავით არ იქცევა!

– იცით ჩემს დედას ჰყავდა ქართველი მომვლელი ინა, ის ისეთი კარგი იყო ჩემი დედის მიმართ არასოდეს დამავიწყდება, – მპასუხობს და თავს ხრის.

არ ვიცი დედა გარდაეცვალა თუ ისევ ცოცხალი ჰყავდა, არ მინდოდა კითხვებით შემეწუხებინა.

– მარტო ხართ იტალიაში? – მეკითხება ქალბატონი.

– დიახ შვებულების დროს ვნახულობ სამშობლოს, ოჯახს! ვეუბნები და ცრემლით მევსება თვალები.

– ხელებს თავისი მაგიდიდან წინ მიწვდის და ხელებზე მეფერება თანაგრძნობის ნიშნათ.

ბოლოს, როცა ჩემი საბუთების გადაგზავნას მორჩა, ვთხოვე რომ ფოტოს გადავუღებდი და ყველას გავაგებინებდი რა კარგი ადამიანი იყო. ასეთი მინიშნებებით და ისტორიებით ხშირად ვეხმარებით ხოლმე ემიგრანტები ერთმანეთს და ისეთ ადგილებში გადავამისამართებთ ხოლმე თანამემაულეებს, სადაც ადამიანურად და გულდასმით გვემსახურებიან სხვა და სხვა უწყების წარმომადგენლები. – არაო, მოერიდა. უბრალოდ ვინაობა მითხარითთქო და სახელი და გვარი ძლივს ამოვიკითხე იმ სამკერდეზე რომელიც ეკეთა. ის გრაცია კონსოლე იყო.

იქვე ქართველი გოგო იდგა, ჩვენი საუბარი მოისმინა და ისიც მივიდა ქალბატონ გრაციასთან და მის მიმართ ადრე გაწეულ დახმარებისთვის საბუთების შესახებ მადლიბა გადაუხადა. ეს საოცარი გულისხმიერი ადამიანიაო – მანაც სიხარულით აღნიშნა.

მინდა ყველას ვამცნო ამ საუკეთესო იტალიელი ქალბატონის ვინაობა, ის გრაციე კონსოლეა, ის მარტო ჩემთვის და იმ ქართველი გოგონასთვის არ ყოფილა კარგი, არამედ ასიათასობით ემიგრანტი ემადლიერება ამ დიდებულ ქალბატონს, მასში თავად ანგელოზია კეთილი გულით და მზისფერი თვალებით მზირალი და მე ერთი უბრალო ვინმე, ქართველი თეონა ჭანტურია მისთვის საკმაოდ ღირებული გავხდი იმ წამს და ყურადღება არ დამაკლო, არ მაგრძნობინა უსუსურობა და უთვისტომობა. მადლობა რომ არსებობთ ქალბატონო გრაცია!

ვინაც არ იცნობთ, დღეიდან იცნობდეთ ის სიკეთეს გულით დაატარებს …

თეონა ჭანტურია/იტალია/ბარი

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 ვინ არის, იტალიაში საკუთარი ესთეთიკის ცენტრის ქართველი მფლობელი?

🔴 აქცია “ბოლო შანსი”, ორბი ჯგუფის ახალ პროექტში! პირველი 80 აპარტამენტი, მხოლოდ $19 500-ად უკვე აშენებულ Comfort by Orbi-ში!

Exit mobile version