„მახარებს ის ფაქტი, რომ იტალიაში მოქმედ დიასპორულ მედიას Aprioritv – ის გუნდს შევუერთდი“ – ემიგრანტი ჟურნალისტი

ჟურნალისტი

ნათია ვასაძე

საემიგრაციო მედიამაუწყებელ Aprioritv-ის, რომელიც დიაპოსრულ მედიას წარმოადგენს და იტალიაში მაუწყებლობს, დღეიდან ახალი წევრი, ჟუნალისტი ნათია ვასაძე შემოუერთდა. ნათია ემიგრაციაში საკუთარ პროფესიას უბრუნდება და დიასპორის გაძლიერებისა და ემიგრანტებში ცნობიერების გაზრდის საკითხებში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. ვასაძე ნეაპოლიდან მოგვიყვება ამბებს, გაგვაცნობს სიახლეებსა და ემიგრანტებისთვის საჭირო სხვადასხვა საკითხებს.

– მოგესალმებით, ემიგრანტი, ჟურნალისტი, პრ და მარკეტინგული კომუნიკაციების სპეციალისტი- ნათია ვასაძე.

პროფესიით ვარ ჟურნალისტი. უნივერსიტეტის, ტელე -რადიო ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ ვმუშაობდი სხვადასხვა მედია საშუალებებში.

წლების შემდეგ, საჯარო უწყებაში გავაგრძელე პროფესიული საქმიანობა.

ვიყავი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრესმდივანი, შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოს, მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსი სპეციალისტი. პარალელურად ვფიქრობდი განვითარებაზე და აქტიურად ვმონაწილეობდი სხვადასხვა ტრენინგ, სასწავლო პროგრამებში. პიროვნულად და პროფესიულად განვითარებაზე ვზრუნავდი.

ყველაფრის მიუხედავად, ვახერხებ ვიყო აქტიური დედა და მეგობარი ჩემი შვილებისთვის.

დიახ, ვარ მარტო ხელა დედა. მყავს ორი, არასრულწლოვანი, ნიჭიერი შვილი.

გარემო ფაქტორებისა და სხვადასხვა მიზეზის გამო, შვილებთან შეთანხმებით დავტოვე ჩემი სამშობლო, საყვარელი საქმე და წამოვედი ემიგრაციაში. გაცნობიერებული მქონდა, რომ დიდი გზის გავლა მომიწევდა, მაგრამ, ფაქტის წინაშე,რომ აღმოვჩნდი მივხვდი, გაცილებით რთული ეტაპის გავლა მომიწევდა. როგორც ყველა ემიგრანტმა, გავიარე რთული, მონატრების ტკივილით და წინააღმდეგობებით სავსე გზა, ცხოვრების ნულიდან დასაწყებად და ფეხზე წამოსადგომად საკუთარი ხასიათის სიმტკიცე და ბრძოლისუნარიანობა დამეხმარა. ემიგრაციაში ყველაფერი, გადაშლილი წიგნივით იკითხება. მადლობა საკუთარ შვილებს და ოჯახს გამხნევებისთვის და იმ ადამიანებს რომლებიც ურთულეს დროს ჩემს გვერდით იყვნენ.

ემიგრაციამ, ყველაფრი სხვა თვალით დამანახა, მასწავლა. არ შემიწყვეტია განვითარებაზე ფიქრიც. პროფესიული თვალსაზრისით, იმდენი მასალა, ინფორმაცია და მოსაყოლი დამიგროვდა, მინდოდა ეს ყველაფერი ჩემი ემიგრამტებისთვის და არა მხოლოდ მათთვის, მომეყოლა. მადლობა მინდა ვუთხრა ხათუნა შარაძეს ნდობისთვის და შესაძლებლობისთვის მახარებს ის ფაქტი, რომ იტალიაში მოქმედ დიასპორულ მედიას, Aprioritv – ს გუნდს შევუერთდი.

ეს არის ადგილი საიდანაც ბევრ საინტერესო თემაზე, პრობლემაზე ვისაუბრებ, კვალიფიციურ სპეციალისტებთან, ექსპერტებთან, ფსიქოლოგებთან, ემიგრაციის საკითხებზე მომუშავე იურისტებთან. მოვისმენთ თქვენს აზრს, გავეცნობით თქვენს დასმულ კითხვებს და ერთად შევძლებთ ყოველდღიური რუტინა, ერთფეროვნება უკეთესი, მოტივირებული და ბედნიერი მომავლით შევცვალოთ.

Exit mobile version