“მაინც რიგში დადგომა მოგიწევთ, გადახდილ ფულს “აპუნტამენტოს”აღებისთვის, უკან არავინ დაგიბრუნებთ” – ფიქრია წვერავა

იურისტი საერთაშორისო დაცვის მიმართულებით იტალიაში, ფიქრია წვერავა ემიგრანტებს მიმართავს:

“გამარჯობა, რომში, “აზილო პოლიტიკოსთვის” განაცხადის დატოვება ხდება, ცოცხალი რიგის გავლის მეშვეობით, არ ხდება აპუნტამენტოს აღება. რამდენადაც რთული არ უნდა იყოს შესვლა, სხვა გზა არ არსებობს. როგორც ბევრი მატყობინებთ, ვერ შეხვედით რამდენჯერმე, უნდა სცადოთ ისევ, ვიმეორებ, სხვა გზა არ არსებობს. გპირდებათ ვინმე, რომ აპუნტამენტოს აგიღებთ? უმაღლესი ალბათობით გატყუებთ, ლოდინის შემდეგ გეტყვიან: “ქუესტურა ამბობს, რომ ცოცხალი რიგის მეშვეობითაა შესვლაო” და ბოლოს, მაინც რიგში დადგომა მოგიწევთ და გადახდილ ფულს “აპუნტამენტოს”აღებისთვის, უკან არავინ დაგიბრუნებთ.” – წერს ფიქრია წვერავა.

Exit mobile version