BREAKING

ემიგრაცია

ლამაზი სიყვარულის ისტორია, რომელიც ქართულ-იტალიური ქორწილით დასრულდა

სიყვარული ხშირად მაშინ მოდის, როცა ყველაზე ნაკლებად ველით.
მარიამ ჩხაიძისა და მისი მეუღლის ისტორია სწორედ ასეთი შემთხვევითი, თითქოს დაუჯერებელი შეხვედრით დაიწყო — შეხვედრით, რომელიც საბოლოოდ გადაიქცა ქართულ-იტალიურ კულტურათა შთამბეჭდავ გაერთიანებად.
ცხოვრების გზებმა ორი სხვადასხვა სამყაროს ადამიანი ერთმანეთს დაუკავშირა, ხოლო მათი უცნაურად დაწყებული სიყვარულის ისტორია ულამაზესი ქორწილით დაგვირგვინდა, სადაც ქართული სიმღერა და იტალიური სითბო ჰარმონიით ჟღერდა.

AprioriTV მკითხველს წარმოუდგენს მარიამ ჩხაიძეს ქალს, რომლის ემიგრანტული გზა საბოლოოდ სიყვარულამდე და ბედნიერ ოჯახამდე მივიდა.

სტატია მოამზადა თეონა ჭანტურიამ

AprioriTV-იტალია


ვინ არის მარიამ ჩხაიძე?

მარიამი 1985 წლის 27 სექტემბერს ოზურგეთში დაიბადა. ბავშვობა თბილისში და მოსკოვში გაატარა დიდ, სიყვარულით სავსე ოჯახში.
სკოლასთან ერთად ქართული ცეკვის ანსამბლ „კოლხიდში“ მუშაობდა, სადაც ქორეოგრაფიული განათლება მიიღო. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი სამედიცინო სფეროს დაუკავშირა ცხოვრება და ფარმაცევტად, მოგვიანებით კი ადმინისტრაციულ პოზიციაზე ბავშვთა კლინიკაში მუშაობდა. ემიგრაციამდე მისი ბოლო სამსახური ტრავმატოლოგიურ კლინიკაში იყო.


როგორ მოევლინა მის ცხოვრებაში ემიგრაცია და რა მოლოდინებით წავიდა საზღვარგარეთ?

მარიამისთვის ემიგრაციაში წასვლა იყო ახალი შესაძლებლობების, დამოუკიდებლობისა და პირადი განვითარების ძიება.
თუმცა კარგად იცოდა ემიგრაცია მარტივი გზა არ არის. ჰქონდა მოლოდინები, გეგმები, სწრაფი მიღწევების სურვილიც, მაგრამ უცხო ქვეყანაში ცხოვრება ხშირად თავად ცვლის ჩვენს წარმოდგენებს.
მარიამის ცხოვრებაშიც სწორედ ასე მოხდა გეგმები შეიცვალა, მაგრამ უკეთესობისკენ.


უეცარი შეხვედრა, რომელიც ბედად გადაიქცა

იტალიაში ჩასვლის ძალიან მალევე, სრულიად შემთხვევით გაიცნო ადამიანი, რომელიც მალე მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი გახდებოდა.
მარიამი ამბობს, რომ დღემდე ეუცნაურება, როგორ შეიძლებოდა ასეთი გულწრფელი და ლამაზი დასასრული ჰქონოდა იმ პირველ, თითქოს დაუჯერებელ შეხვედრას.

ექვსი წლის შემდეგ კი მათი ქართული-იტალიური ოჯახი შეიქმნა სითბოთი, პატივისცემით და ერთმანეთის მხარდაჭერით გამაგრებული.


„ეს უფლის წყალობაა“ — მარიამის ხედვა ოჯახსა და სიყვარულზე

მისი თქმით, მეუღლე უფლის განსაკუთრებული საჩუქარია.
მარიამი სითბოთი აღწერს მის მზრუნველობას, ერთგულებასა და სიყვარულს — იმ თვისებებს, რომლებიც მთელ გარემოს ანათებს და ყველასთვის მაგალითია.

ქართულ და იტალიურ ოჯახებს შორის განსხვავებას ვერ ხედავს — პირიქით, ორივე მხარეს ერთნაირი სითბო, ყურადღება და პატივისცემა მიიღო.

რაც შეეხება იტალიურ ტრადიციებს, მარიამს განსაკუთრებით მოსწონს ქალთა უფლებების 100%-იანი დაცულობა.
რაც არ მოსწონს — ბიუროკრატია, საბუთების დამზადების ხანგრძლივი პროცედურები.


ქორწილი, რომელმაც ორი კულტურა გააერთიანა

მშვენიერი ქორწილის დაგეგმვაში მარიამის ძმამ, ლევან ჩხაიძემ უნიჭიერესმა მუსიკოსმა და მაესტრომ დიდი როლი შეასრულა.
მისი, მარიამის მეუღლისა და იტალიური ოჯახის საერთო გემოვნებამ უნიკალური ატმოსფერო შექმნა.

ქორწილი აბსოლუტურად თანაბრად მოიცავდა როგორც ქართულ, ისე იტალიურ ტრადიციებს: ქართულ და იტალიურ სამზარეულოს, ორივე ერის მუსიკასა და ცეკვას, რესტორან Villa Torre Rossa-ს საოცარ გარემოს, სტუმრების სიახლოვეს და სითბოს.

იტალიელ სტუმრებს განსაკუთრებით მოეწონათ ქართული კერძები და ცეკვები, ხოლო ქართველებმა იტალიური დახვეწილობა აღფრთოვანებით მიიღეს.

განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა მარიამის მოძღვრის ყოფნას სულიერ სიმშვიდესა და სიმტკიცეს მატებდა ამ მნიშვნელოვან დღეს.


საოცნებო კაბა და ქართულად დაწყებული გზის ლამაზი გაგრძელება

ქორწილის დაგეგმვამდე მარიამმა მეუღლე საქართველოში წაიყვანა ოჯახის გასაცნობად.
სწორედ ამ დროს აისრულა ბავშვობის ოცნებაც საქორწილო კაბა საქართველოს „Dress Code“-ის სალონში შეარჩია.

ქორწილი იყო კულტურული ერთობის ნამდვილი დღე, ქართველებისა და იტალიელების თანაბრად გაერთიანებული სიხარული.
ქართველი მომღერლების ხმამ და ცეკვამ „ქართული სისხლის ყივილი“ გაახმოვანა.
იტალიელ სტუმრებს თვალები უბრწყინდათ ამ საოცარი ენერგიის დანახვაზე.


სიყვარულის ლამაზი დასასრული და ახალი ცხოვრების დასაწყისი

მარიამისა და ვიტოს ქართული-იტალიური ქორწილი იყო არა მხოლოდ ორი ადამიანის, არამედ ორი კულტურის ჰარმონიული შეერთება.
სტუმრები აღფრთოვანებით და ბედნიერებით უყურებდნენ წყვილს, რომლის სიყვარულით და სითბოთი სავსე ურთიერთობა უკვე საერთო ოჯახის საფუძვლად იქცა.

საემიგრაციო მედია AprioriTV წარმატებებს და ბედნიერებას უსურვებს ამ მშვენიერ წყვილს და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს – სადაც სიყვარულია, იქ საზღვრები ქრება.


დიასპორული მედია Apriori TV • აპრიორი ტვ-ს გენერალური სპონსორია ტურისტული კომპანია – “L’oro degli Argonauti”
ტურებისა და ავია ბილეთების დასაჯავშნად მოგვწერეთ:

ტურების დასაჯავშნად  WhatsApp: +39 349 180 5032

ავიაბილეთების ჯავშანი  WhatsApp: +39 377 373 0045

ტურისტული კომპანია

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts