ინფორმაცია ემიგრანტის გარდაცვალების შესახებ საემიგრაციო ჯგუფში გავრცელდა:
„ჩემო მეგობრებო სამწუხარო ინფორმაციაც გვაქვს დღეისთვის
მოულოდნელად გარდაიცვალა ბარიში მცხოვრები და მომუშავე ემიგრანტი ქალბატონი დარეჯანი მაქაძე.
გულმხურვალედ დასტირიან ემიგრანტ ქალბატონს მისი მეგობრები და ახლობლები
ქალბატონი დარეჯანი საუკეთესო შვილების დედა, რომელთაგანაც ერთ-ერთს კარგად ვიცნობთ ყველა.
Tea Tea ჩვენი თეა, ბევრს გემხსოვრებათ კოვიდის პერიოდში რამდენ სიკეთეს აკეთებდა, კარანტინის დროს როგორ უშიშრად დადიოდა კარდაკარ და როგორ ეხმარებოდა სახლში გამოკეტილ ემიგრანტებს
დღეს თეას უნდა ჩვენი გამხნევება და სულიერად გამაგრება, ჩვენი მხარში დგომა და ჩვენი მოფერება
თეა ძვიფასო ჩვენი ჯგუფის ადმინისტრაცია ჯგუფის სახელით ვიზიარებთ და გისამძიმრებთ საყვარელი დედიკოს გარდაცვალებას
ნათელი დაუმკვიდროს უფალმა მის სულს
გამაგრდი თეა საყვარელო
