BREAKING

ემიგრაციაიტალია

იტალია: საინტერესო და სასარგებლო პროექტი ოჯახის დამხმარის პოზიციაზე მომუშავე ადამიანებისთვის

ქალაქ ბარიში არსებული საემიგრაციო ორგანიზაცია Geo House განცხადებას ავრცელებს:

✅ვიწყებთ!!!

საინტერესო და სასარგებლო პროექტი –ოჯახის დამხმარის პოზიციაზე მომუშავე ადამიანებისთვის, რომელიც ექვსჯერ უკვე წარმატებით განხორციელდა – 19 სექტემბრამდე აცხადებს მსურველთა რეგისტრაციას ‼️

✅პროექტის ორგანიზატორები -ასოციაცია DOMINA Associazione Nazionale Famiglie Datori di Lavoro Domestico assiste le famiglie, Ente Bilaterale Nazionale Ebincolf-ორგანიზაცია, • რომელიც ხელს უწყობს ტრენინგებისა და პროფესიული კვალიფიკაციის ინიციატივებს, ახორციელებს ანალიზებს და სექტორულ კვლევებს სამუშაო სფეროში.,

Centro servizi Geo House -ასოციაცია, რომელიც უკვე 13 წელიწადია აქტიურადაა ჩართული ემიგრანტების ინტეგრაციის პროცესში.

კურსები ჩატარდება კვალიფიციური ტრენერების მიერ-საემიგრაციოს საკითხების ადვოკატი, ექიმი, საემიგრაციო საკითხების ექსპერტი, ფსიქოლოგი, ექთანი .

პროექტის დასრულების შემდგომ მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატი . კურსები არის უფასო .

✅გვახსოვდეს სწორი ინფორმაციის ნაკლებობა ან არ არსებობა, ადამიანებს გვიქმნის უამრავ დაბრკოლებას , განსაკუთრებით როცა საქმე ემიგრაციას ეხება. იცოდე შენი უფლებები, ვალდებულებები, ფლობდე მაქსიმალურ ინფორმაციას იმ სფეროში, რომელშიც გიწევს ყოველდღიურობა -იქნება ეს სამუშაო კონტრაქტი, უფლებები , მოვალეობები თუ ყოველდღიურობა-ეს ჩვენი უფლებაა და ასევე ვალდებულებაც.

ინფორმირებული ემიგრანტი ნიშნავს ინტეგრირებულ ემიგრანტს! ინტეგრირებული ემიგრანტი -ეს უკვე იმ საზოგაოდების სრულყოფილი წევრია, რომელშიც უწევს მას ცხოვრება.

#იმეგობრეთჩვენთან

დეტალური ინფორმაცისათვის მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ

327 093 4122

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts