ერთადერთი ქართველი ემიგრანტი 40 არტისტს შორის – თელავივი მაია ღლონტის ნამუშევრებს აჩვენებს

მაია ღლონტი, რომელიც ისრაელის ემიგრანტია, 13-14 სექტემბერს თელავივის საგამოფენო დარბაზში თავის მანუშევრებს წარადგენს.

ოზურგეთელი ემიგრანტი, წლებია ისრაელში ცხოვრობს და მუშაობს. მას ძალიან ბევრი ცხოვრებისეული სირთულის დაძლევა მოუწია და ახლა, მის ცხოვრებაში დადგა დრო, როცა ის მრავალწლიანი რთული ეტაპების კომპენსაციას სიამაყით მოახდენს.

მაია ეპოქსიდისგან ხელნაკეთ ნივთებს ამზადებს. ძიძად მუშაობის პარალელურად, თავისუფალ დროს მის ნამუშევრებს უთმობს და სიყვარულით აკეთებს სხვადასხვა ნივთებს, რომელიც მომხმარებლების ძალიან დიდ მოწონებას იმსახურებს. მაიას ქმნილებების უნიკალურობა ხარისხსა და მის შემოქმედებით ბუნებაშია.

mai_resinart  – ასე ჰქვია ფეისბუკ გვერდს, სადაც მაია ნამუშევრების ფოტოებს ათავსებდა. სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ ქართველი ემიგრანტის ნამუშევრები შეუმჩნეველი არ დარჩა თელავავის საგამოფენო სივრცისთვის.

„ემიგრაციაში შესწავლი ხელოვნება და გზა გამოფენამდე. მოულოდნელად მოვხვდი გამოფენაზე, სართოდ არ ველოდებოდი, ვერც კი წარმომედგინა, რომ დამირეკეს სიხარულით დავფრინავდი, ორმოცამდე ადამიანი იქნება თავისი ნამუშევრებით და მე ერთი ქართველი“ – გითხრა მაია ღლონტმა.

როგორც მაიამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, „თუ ადამიანი მოინდომებს, შეუძლებელი არაფერია. ემიგრაციაშიც კი შეძლებთ საკუთარი სურვილების რეალიზებას და წარმატებების მიღწევას, მთავარია მოინდომეთ“.

ვისაც გსურთ ქართველი ემიგრანტის ნამუშევრების ნახვა შეგიძლიათ ეწვიოთ საგამოფენო დარბაზს – Pop-x records art and design მისამართზე Tel Aviv-Yafo, Simtat shlush 19

ქართველი ემიგრანტის მიერ დაარსებული საემიგრაციო მედია AprioriTV წარმატებას უსურვებს მაიას და ყველა ქართველ ემიგრანტს.

Exit mobile version