AprioriTV-მ ექსკლუზიურად მოიპოვა 2025 წლის იმიგრაციის სტატისტიკური დოსიეს უახლესი მონაცემები. იტალიაში მცხოვრები ქართველი მიგრანტების მიერ გაგზავნილმა თანხებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
📌 მთავარი ციფრები: წლის განმავლობაში იტალიიდან საქართველოში 501,188,000 ევრო გაიგზავნა. ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოს უმსხვილეს ქვეყნებს შორის მე-5 ადგილზეა.
📊 იტალიიდან გზავნილების ლიდერი ქვეყნები (მლნ ევრო):
- ბანგლადეში – 1,397
- პაკისტანი – 599
- მაროკო – 575
- ფილიპინები – 570
- საქართველო – 501 🇬🇪
⚡ რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? მიუხედავად იმისა, რომ იტალიაში რუმინელი და უკრაინელი მიგრანტები რაოდენობრივად ბევრად აღემატებიან ქართველებს, გზავნილების მოცულობით საქართველო მათ უსწრებს. ეს მიუთითებს იმაზე, რომ იტალიაში მცხოვრები ქართველების ეკონომიკური აქტივობა და სამშობლოში გზავნილების ინტენსივობა რეკორდულად მაღალია. როგორც ჩანს ქართული მიგრაცია მაღალი „ფინანსური ერთგულებით“ გამოირჩევა სამშობლოს მიმართ.
💼 დასაქმების სექტორი: ქართველების დიდი ნაწილი კვლავ „ზრუნვის ეკონომიკაში“ (საოჯახო დამხმარეები და მომვლელები) რჩება, სადაც უცხოელთა დასაქმების წილი 65.3%-ია.
🔍 წყარო: Dossier Statistico Immigrazione 2025 (IDOS/Istat).
AprioriTV- ემიგრანტების ხმა იტალიაში!









