BREAKING

ემიგრაცია

ემიგრანტობა სამშობლოდან ნებით თუ უნებლიედ გადახვეწას, უცხო მიწაზე დროებით დამკვიდრებას ნიშნავს

საემიგრაციო მედიაპლატფორმა AprioriTv აგრძელებეს ენიგრანტების მხარდაჭერასა და მთავარი სათქმელის გაზიარებას, რომელსაც ემიგრანტის ხმა ჰქვია.

თამუნა მენთეშაშვილი: ემიგრანტობა სამშობლოდან ნებით თუ უნებლიედ გადახვეწას, უცხო მიწაზე დროებით დამკვიდრებას ნიშნავს. რაც არავისთვის არ არის ადვილი. ჩვენ თუ ვიცინით, ვსუნთქავთ, გვინდა რომ აქაც ბედნიერად ვიგრძნოთ თავი და ვამბობთ რომ კარგად ვართ, ეს იმას არ ნიშნავს რომ სამშობლო, შვილები და შვილიშვილები არ გვენატრება. გვენატრება და თან როგორ, ეს მხოლოდ ჩვენ ვიცით… – წერს ემიგრანტი თამუნა მენთეშაშვილი.

მყავს სამი შვილი, ორი შვილიშვილი და ბევრი საყვარელი ადამიანები. მათ ვერასოდეს ვერ წარმოედგინათ უჩემოდ ცხოვრება და მით უმეტეს ვერც მე. მაგრამ ვცდილობ ეს ყველაფერი დადებითი ემოციებით შევცვალო. ვიცხოვრო ღიმილით, იმიტომ რომ ასე გვჭირდება ცხოვრების ამ ეტაპზე. ვცდილობ არ ჩავუღრმავდე, იმიტომ რომ მე მომავალში ისევ სამშობლოში, ჩემს შვილებთან ერთად ვგეგმავ ცხოვრების გაგრძელებას. ხო და მინდა ისევ ჯანმრთელი და ხალისიანი დავუბრუნდე მათ.

ჩემო ძვირფასებო გაიღიმეთ და სანუგეშოდ სხვასაც გაუღიმეთ. გააგზავნეთ სამყაროში რაც შეიძლება ბევრი მადლიერება და დადებითი ემოციები, დამიჯერეთ ერთი ათად დაგიბრუნდებათ უკან და ბევრად უკეთ იგრძნობთ თავს.

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts