„8 წელია თითქმის საბერძნეთში ვარ. ამ წლების მანძილზე გავიცანი და ძალიან ბევრ ადამიანთან მაქვს ურთიერთობა, როგორც ბერძნებთან ასევე სხვადასხვა ქვეყნის ემიგრანტებთან. თითქმის ყველა ემიგრანტს აქვს ერთი და იგივე პრობლემა, ჭარბი წონა. უფრო მათ ვინც 24 საათიანებში არიან. ალბათ ნაკლები მოძრაობისა და არასწორი კვების გამო“. – მიზიარებს საკუთარ შეხედულებებს საბერძნეთში მცხოვრები ემიგრანტი ელიზა ვახანია და აღნიშნავს, რომ ეს მისი აზრია.
ელიზა სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია და დღეს უკვე საბერძნეთის ერთ-ერთ კლინიკაში ექთნის პოზიციაზე მუშაობს.
“სულ მომწონდა ბერძნების დამოკიდებულება ჯანმრთელობის მიმართ, კვება იქნება ეს თუ ექიმთან ვიზიტი“. – ასე აგრძელებს ჩვენთან საუბარს საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ექთანი. უმრავლესობა, ბერძნების თითქმის 90% კვებას დიდ ყურადღებას აქცევს. თითქმის ყველა იკვებება სწორად, რაც ჩვენ ქართველებს არ გვახასიათებს. პირადად მე 115 კილო ვიყავი, რომ არა ფიტნესის ინსტრუქტორი და ნუტრიციოლოგი მამუკა რაშოიანი, დღეს შესაძლოა ცოცხალი არც ვყოფილიყავი.
ემიგრაცია რთული ფენომენია, ფაქტობრივად სხვა და სხვა მიზეზთა გამო მუდმივ სტრესსა და დაძაბულობაში გიწევს ცხოვრების გატარება, ამას ემატება ემიგრანტის სამსახურის სპეციფიკურობა, რომელიც პირდაპირ ჩვენს სხეულსა და სულზე აისახება. სიმართლე გითხრათ არ მიცდია დიეტები რადგან კვების “ვითომ კონსულტანტები“ როგორც კი დანამატ გასახდომ საშუალებებს მთავაზობდნენ იმ წამსვე ვწყვეტდი მათთან ურთიერთობას.
აი ზუსტად ამიტომ ავირჩიე მამუკა, რადგან მისი შედგენილი კვება საოცრებაა, თავს მუდამ დანაყრებულად გრძნობ და რაც მთავარია არავის არანაირ გასახდომ საშუალებებს არ სთავაზობს. სიმართლე რომ გითხრათ თავიდან არ მჯეროდა, მაგრამ შემდეგ კი მოლოდინს გადააჭარბა. ამიტომ თუ ვინმე არსებობს ისეთი ვინც მამუკას არ იცნობს ძალიან ბევრს კარგავს ცხოვრებაში. მისი უზომოდ მადლობელი ვარ, რადგან დღეს სხვა ვარ, სხვანაირად თავდაჯერებული! ექვს თვეში, 36 კილო დავიკელი! 115 კილოს ვიწონიდი, დღეს კი ჩემი წონა 79-ს შეადგენს.
მამუკა სწორი კვების მაესტროა! – გვითხრა ელიზამ.
მამუკას რჩევებს და საჭირო ინფორმაციებს შეგიძლიათ თვალი ქვემოთ მითითებულ ბმულებზე მიადევნოთ ⬇️⬇️⬇️
✔️ https://www.facebook.com/sworikveba2
✔️ https://www.facebook.com/groups/sworkvebaze/?ref=share_group_link
