იტალიაში დაკარგულ შვილს დედა ეძებს. ემიგრანტების თხოვნით, ვაზიარებთ დედის მიერ გამოქვეყნებულ ფეისბუქ პოსტს.
„მეგობრებო ეს არის ჩემი შვილი იმყოფებოდა იტალიაში, ტრიესტე. უკვე 6 დღეა არ გამოდის კონტაქტზე არცერთ სოციალურ ქსელში. სადმე ან ვინმემ თუ ნახეთ დაინახეთ გთხოვთ დამირეკოთ ან მომწერეთ ნომერზე 3501414059.
ჩემი შვილს სახელი და გვარია, ზოიძე ჯიმშერი. არ ვიცი სადმე გადადგილდა არაფერი ვიცი. დედა გეხვეწებით როგორიც არ უნდა იყოს კარგი ცუდი ის ჩემი შვილია.
გემუდარებით მუხლ მოდრეკილი დედა გამაგებინეთ ან დამირეკეთ. წლები იყო პოლონეთში კერძოდ vorclava-ში. იქ არ ჩასულა არავის უნახავს. ეგებ ვინმემ დამეხმაროს ან ვინმემ ნახოს და გემუდარებით დამეხმარეთ.
დედი გემუდარები სად ხარ გამოჩნდი, რაც არუნდა იყოს შენს გვერდით ვარ, ძლიერი დედა ვარ იცი შენ, მაგრამ უკვე უნდა დავეცე შვილო. რა გიჭირს შვილო ერთად გავუმკლავდეთ გამოდი ჩემთან კონტაკტზე დეეე. გთხოვთ გაზიარეთ ყველამ. – წერს ნანო მახარაძე.