BREAKING

ემიგრაციაიტალია

„დედა სახლში არ არის“ – ემიგრანტი ქალბატონების შემოქმედებითი საღამო ქალაქ ბარიში

12 სექტემბერს ქალაქ ბარიში, Auditorium teoatro vallisa-ში ქართველი ემიგრანტი ქალბატონების შემოქმედებითი საღამო გაიმართა.

საღამოზე, ორი წიგნის ემიგრანტი პოეტის სალომე გოგოლაძის „ბოთლში დამწყვდეული წერილები“ და ემიგრანტი ავტორების კრებულის „დედა სახლში არ არის“ პრეზენტაცია შედგა.

შემოქმედებითი საღამოს იდეის ავტორი და ორგანიზატორი სალომე გოგოლაძე გახლდათ.

საღამო მიჰყავდა მარიკა სამანიშვილს.

საღამოს ასევე ესწრებოდნენ ვიცე კონსული ქალაქ ბარიში მარიკა ალფაიძე და საკონსულოს წარმომადგენელი ნინო ზურაბიშვილი.

პოეზიის საღამოზე, ერთმანეთს ენაცვლებოდა ავტორების მიერ წაკითხული ლექსები და პროზა, სევდით და სამშობლოს მონატრებით გაჟღენთილი სტრიქონები, შვილების სიშორით გამოწვეული დარდი და ემიგრაციის უცხოობაში გამოწრთობილი სულის კულტურულ ჭრილში გადმოცემული ქალების სევდიანი ხმა.

იყო ბევრი ემოცია, ცრემლები და საერთო საფიქრალის ირგვლივ ლექსად მოსაუბრე ქალბატონები, რომლებიც ლამაზ კაბებში გამოწყობილნი ამაყად იდგნენ სცენაზე და სიტყვებით ეფერებოდნენ სამშობლოს.

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts