ბარიში ქართველი ემიგრანტები თიბისი ბანკის წარმომადგენლებს შეხვდნენ

დიასპორული მედია იტალიაში

იტალიის ქალაქ ბარიში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა თიბისი ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ემიგრანტებისთვის განკუთვნილი ახალი სერვისებისა და ფინანსური საკითხების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.

შეხვედრამ ემიგრაციაში მცხოვრები სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები გააერთიანა — მეწარმეები, პედაგოგები, ხელოვანები და მომსახურების სფეროში დასაქმებულები. მონაწილეებმა ემიგრაციაში პროფესიული საქმიანობის გაგრძელების, ახალი პროფესიის დაუფლებისა და საკუთარი საქმის შექმნის გამოცდილება ერთმანეთს გაუზიარეს.

მსგავსი შეხვედრები ემიგრანტებს შესაძლებლობას აძლევს, უშუალოდ ბანკის წარმომადგენლებისგან მიიღონ ინფორმაცია, დასვან კითხვები და საკუთარი საჭიროებების გათვალისწინებით შეაფასონ შეთავაზებული მომსახურების სარგებელი. თავის მხრივ, ბანკისთვის ეს ემიგრანტების ფინანსური საჭიროებების უკეთ გაცნობისა და მათთან პირდაპირი კომუნიკაციის შესაძლებლობაა. კონკრეტული სერვისებისა და პირობების შესახებ AprioriTV მომდევნო პუბლიკაციებში მოგიყვებათ.

შეხვედრას ესწრებოდნენ ემიგრანტები, რომლებმაც იტალიაში საკუთარი პროფესიული საქმიანობა განაგრძეს, ახალ პროფესიას დაეუფლნენ ან საკუთარი საქმე შექმნეს:

• ლელა დვალი — ქორეოგრაფიული სტუდიის დამფუძნებელი;
• ინგა ცეცხლაძე — მედიატორი;
• ლელა სირბილაძე — იტალიური ენის მასწავლებელი და სასერტიფიკატო გამოცდების ცენტრის მფლობელი;
• ქეთი ტუშური — მასაჟის სალონის მფლობელი;
• ნინაკა დურგლიშვილი — მკერავი, დიზაინერი;
• თათია ტყეშელაშვილი — ლაზერული ეპილაციის სალონის მფლობელი;
• ნადია ქარდავა — ინგლისური ენის პედაგოგი;
• მაია ასათიანი — ხელნაკეთი სამკაულების ოსტატი;
• რუსკა მანუკიანი — CAF-პატრონატოს მფლობელი;
• ნაზი მენთეშაშვილი — კონდიტერი;
• ზურა ენდელაძე — სკოლა-სახელოსნო „ავტოგრაფის“ დამფუძნებელი;
• სალომე ქურასბედიანი — სურნელოვანი სანთლების მწარმოებელი და მანიკიურის სპეციალისტი;
• მანჩო პატაშური — მხატვარი, სტილისტი;
• თეონა ჭანტურია — პოეტი;
• ანა ივანიძე — წიგნის ავტორი;
• ხატია მაისურაძე — კონსერვატორიის კურსდამთავრებული და პედაგოგი.

Exit mobile version