AprioriTV — ხათუნა შარაძე /თეონა ჭანტურია
ქალაქ ბარში უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს განსაკუთრებული კულტურულ-სოციალური ინიციატივა — „Parole di Confine: Voci di Donne, Storie di Vita“, შემოქმედებითი წერილობითი ლაბორატორია ემიგრანტი ქალებისთვის, რომელშიც სამი ქართველი ემიგრანტი — თეონა ჭანტურია, ეკა ოთარაშვილი და ნატალია შავაძე — მონაწილეობს.
პროექტი ტარდება ყოველ ხუთშაბათს, 15:30–18:30 საათებზე, და ხორციელდება აფრო-ბრაზილიური კულტურული ასოციაცია Origens-ის, პულიის გენდერული თანასწორობის პროგრამა FUTURA-ს და ადამიანის კვლევებისა და ინოვაციის დეპარტამენტის მხარდაჭერით.
დღეს ჩვენი სტუმარია პროექტის იდეის ავტორი და ასოციაცია Origens-ის პრეზიდენტი ანა ესტრელა.
მე ვარ ანა ესტრელა, წარმოვადგენ სალვადორ დი ბაიას — ბრაზილიის ჩრდილო-აღმოსავლეთის დიდ ქალაქს. ვიყავი პროფესიონალი მოცეკვავე აგრო-ბრაზილიური ცეკვის ანსამბლში და ხელოვნებას ყოველთვის ვიყენებდი სოციალური მუშაობისთვის — როგორც ბრაზილიაში, ისე იტალიაში — ახალგაზრდობასთან, ფსიქიატრიაში და მიგრაციის სფეროში.
ბარიში 30 წლის წინ ჩამოვედი. დღეს აქ ვცხოვრობ ჩემს შვილთან, ლაინასთან და ჩემს მეუღლესთან, ზაქარიასთან ერთად. დავაფუძნე ასოციაცია Origens, რომლის პრეზიდენტიც ვარ, და შევქმენი ქალთა სექცია ALBA, რომელიც ემიგრანტული ფონის მქონე ქალებს ეძღვნება.
ყოველ წელს ასოციაცია ორგანიზებას უწევს უფასო სასწავლო კურსს რესტორაციის სფეროში — „Momo, rifugiamoci in cucina“, რომელიც მოიცავს სტაჟირებებს და დასაქმების შესაძლებლობებს. ასევე ვახორციელებთ სხვადასხვა პროექტს, რომლებიც ქალთა გაძლიერებას ემსახურება: „Il Cerchio delle Donne“, „Giovedì vengo da té“, „Mulher Brasil, feminino plural“ და ამჟამინდელ ლაბორატორიას — „Parole di Confine – Voci di Donne, storie di Vita“ — შემოქმედებითი წერილობითი პროგრამა, მწერალ ფრანჩესკა პალუმბოსთან და ჩემ მეგობარ, ბრაზილიური კინოს ფესტივალის დირექტორთან და ALBA-ს კოორდინატორ ვანესა სილვასთან ერთად.
ეს პროექტი შეიქმნა ქალებში თვითგამორკვევის, თვითშეფასების და პიროვნული ძალის გაღვივების მიზნით. ემპავერმენტის საშუალებით მათ ვუბრუნებთ ხმას, ღირსებას და სუბიექტურობას; ვაფხიზლებთ იმ გენდერულ და კულტურულ სტერეოტიპებს, რომლებიც გვამარგინალებს. ჩემთვის ეს არის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი. ეს ორი განსხვავებული, მაგრამ ერთმანეთთან დაკავშირებული პროცესია.

40 წელია იტალია ემიგრაციის ქვეყანაა, მაგრამ მას ჯერ კიდევ საგანგებო მდგომარეობის პრიზმაში უყურებენ.
ეს იმიტომ, რომ რეალური მიგრაციული პოლიტიკა არ არსებობს — მხოლოდ მცდელობა „პრობლემის მოგვარების“. ეს ნარატივი ერთგანზომილებიანია, მაშინ როცა მიგრაცია ბევრად უფრო კომპლექსური მოვლენაა.
თუ შევხედავთ ქვეყნის ეკონომიკას, ვნახავთ, რომ იტალია ემიგრანტების შრომით მეტს იღებს, ვიდრე ხარჯავს — რეალური ბალანსი დადებითია. როცა სიმართლეს ვამბობთ, ჩვენ, ახალი იტალიელები, უნდა გვქონდეს ცოდნა და შეგნება ჩვენი წილის შესახებ ამ ქვეყნის განვითარებაში და აღარ უნდა ვრჩებოდეთ „უცხოებად“ უსასრულოდ.
ქალების როლი ნებისმიერ სფეროში ნიშნობრივი, აუცილებელი და შეუცვლელია. ყოველთვის ასე იყო, მაგრამ დიდხანს პატრიარქატის ჩარჩოებში იყო გამომწყვდეული. ნელ-ნელა ის ისევ გამოჩნდება და ყოველთვის ახსნის თავს. ხელოვნება მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გამოხატვისა და კომუნიკაციის ფორმაა.
ჩვენი პროექტი არა მხოლოდ სასარგებლო, არამედ ფუნდამენტურია პიროვნული ავტონომიის გასავითარებლად — იმ სივრცის შესაქმნელად, სადაც ქალი საკუთარ შინაგან სამყაროს უკავშირდება დაცულ, თბილ, უსაფრთხო გარემოში, გარეშე შეფასებებისა და ეგოს გამოცხადების გარეშე. ეს არის ადგილი, სადაც ფასდება ის ისტორიები, გამოცდილებები და შინაგანი ხმა, რომელსაც ვუფრთხილდებით. ეს არის ნამდვილი ერთობის მომენტები და გულისშიგნით გამთბარი შეხვედრები.
ჩვენ ყველანი სხვადასხვა სამყაროს ვეკუთვნით და ვატარებთ საკუთარ კულტურულ ბარგს. მე ყოველთვის მხიბლავდა ქართული პოლიფონიური სიმღერა — შევიტყვე, რომ ის ამ ხალხის ტრადიციისა და იდენტობის უმნიშვნელოვანესი ნაწილი და იუნესკოს მემკვიდრეობაა. იღბალი მქონდა მრავალი ქართველი ქალის გაცნობის — მოხიბლული ვარ მათი ძალითა და დამოუკიდებლობით. ისინი განათლებული, ძლიერი, გონიერი ქალები არიან — ზუსტად ისეთი, როგორიც არიან ჩვენი პროექტის სამი მონაწილეც.
„სამწუხარია, რომ საზოგადოება მათ მხოლოდ ერთ სამუშაო შესაძლებლობას სთავაზობს — მოხუცების მოვლას — და თითქმის არ უტოვებს სივრცეს საკუთარი თავისთვის. ამ პირობებში ხალხს არც ეძლევა შანსი, დაინახოს ის სილამაზე და შესაძლებლობები, რომლებიც ამ ქალებშია ჩაკეტილი. ჩვენ კი, ამ პროექტით, სწორედ ეს სილამაზე გვქონდა რომ შეგვემჩნა!“
დიასპორული მედია Apriori TV • აპრიორი ტვ-ს გენერალური სპონსორია ტურისტული კომპანია – “L’oro degli Argonauti”
ტურებისა და ავია ბილეთების დასაჯავშნად მოგვწერეთ