46 წლის ირმა ბაზერაშვილი 2019 წლიდან , ანუ უკვე 6 წელია უკვე ემიგრანტია.იგი იტალიაში ქალაქ ბარიში ცხოვრობს და მუშაობს.
ირმა პროფესიით მუსიკოსია, იგი საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალი სიცოცხლე” – და მასთან არსებულ ინტეგრირებულ სკოლაში მუშაბდა, ასევე ის 10 წლის მანძილზე , საბალეტო სკოლაში კონცერტმაისტერად მოღვაწეობდა. ემიგრანტმა საქართველოში საკუთარი ვოკალური სტუდია ,,ანგელოზები”-ც ჩამოაყალიბა. იმ დროს ირმა ასე იხსენებს:. ,, ხშირად გვიწევდა მონაწილება სხვადასხვა ფესტივალზე, სადაც მრავალგზის დავჯილდოვდით გრანპრით! პარალელურად, ვგალობდი ალავერდის ეპარქიაში მეუფე დავითის ხელდასხმით.”
როგორც ხელოვანისთვის, ემიგრანტის თქმით, იტალია ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი იყო, განსაკუთრებით კი მისი სამხრეთ ნაწილი.,,ჩემთვის,ყოველთვის გამორჩეული ქვეყანა იყო იტალია ,ევროპის ამ სამხრეთ ნაწილს -,,სამოთხეს ” ვეძახდი….ჩემთვის როგორც ხელოვანის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და აღმავალი პერიოდია-,,რენესანსი “-ს და ,,ბაროკო”-ს, მაშინ როდესაც იტალია კულტურ ცენტრად ყვაოდა!”
ირმას სურვილი რომ იტალიაში განათლება მიეღო, იმდენად დიდი იყო, რომ მან საშუალო სკოლა დააამთვრა , გამოცდები ჩააბარა და აქვს ამის დამადასტურებელი დიპლომიც აიღო. ამ ქვეყანას კი, როგორც მასპინძელს, ის დადებითად აფასებს. ,,უზომოდ მიყვარს და მადლიერი ვარ იტალიის,მან გულში ჩამიხუტა და მიმიღო, ხშირად მითვამს ჩემი იტალიელი მასწავლებლისთვის ეს სიტყვები : ,,sono rinata in Italia ” . ამ სიტყვების გაგონებაზე ჩემს ,,professoressa ” თვალები სიყვარულით ევსებოდა და მეუბნებოდა – ,,brava,bravissima!!!’ …. ძლიერი ქალები ხართ ქართველებიო!”
როგორც ყველა ემიგრანტისთვის, ირმასთვისაც სამშობლოს დატოვება ძალიან რთული და ემოციური აღმოჩნდა. ჩამოსვლისთანავე მან საკუთარი პროფესიით აქ განვითარების გზები მოიძია. პირველი, რაც მან გააკეთა, იტალიური ენის და სიმღერების შესწავლა იყო. ,,საკმაოდ რთული სამსახური შემხვდა, მახსოვს ყველას რომ ეძინა მაგიდის ზედაპირზე ვუკრავდი შოპენს,რახმანინოვს, ყანჩელს, ეს დიდ შვებას მგვრიდა, შემდგომში ვიყიდე ელექტრო-ციფრული პიანინო და ყველაფერი შეიცვალა.”
ირმამ საბუთების წესრიგში მოსაყვანად ქართულ-იტალიურ ასოციაცია ,,ჯეო ჰაუსს” მიმართა, სადაც მან ყველა საქმე სწრაფადვე და მარტივად მოაგვარა. ,,ხაზგასმით მინდა ავღნიშნო ჩემი საბუთების წესრიგში მოყვანა ქალბატონი ხათუნა ბოლაშვილის მეშვეობით! ეს ადამიანი ჩემთვის არის: სიმშვიდის,ოპტიმიზმის სიყვარულის და პროფესიონალიზმის სიმბოლო!”
ემიგრაციის პირველ წელსვე , ემიგრანტმა რამდენიმე ნიჭიერი ქალბატონი გაიცნო და მათთან ერთად კვარტეტი ,,იავნანა” ჩამოაყალიბა. ,,არაერთ საქველმოქმედო კონცერტზე მივიღეთ მონაწილება,მახსოვს რა დიდი გამოხმაურება მოჰყვა ჩვენს სტუმრობას იტალიურ რადიო ,,100″-ში.ეს ქალბატონები გახლავთ: ჯანინა ხერგიანი, ირინა თავაძე ,მედეა ხონელიძე და მე!”
2019 წელსვე, ირმამ საქმიანობა ქალაქ ბარიში არსებული საკვირაო სკოლა ,,იმედი”-ში განაგრძო. კი მან საფორტეპიანო ჯგუფიც შექმნა, სადაც ემიგრანტი ბავშვები 5 წლის ზემოთ ეცნობიან როგორც ქართველ კომპოზიტორებს, ასევე ევროპელ კომპოზიტორთა ნაწარმოებებს, პარალელურად ისნი სწავლობენ სოლფეჯიოს და მუს-ლიტერატურას.,, გავიცანი ქ.ბარიში არსებული საკვირაო სკოლა ,,იმედი” – ს ხელმძღვანელი ქ-ნო ცინარი ღვალაძე… ჩვენი შეხვედრა ნაყოფიერი აღმოჩნდა, ჩვენი ერთობლიობით არაერთი ღონისძიება ჩატარდა ბავშვების მონაწილეობით,მე მათ ვასწავლი ქართულ რომანსებს და საესტრადო სიმღერებს…. ვმუშაობთ მეტყველებაზე ,ყველანაირად ვცდილობთ რომ ქართული ენის და საქართველოს სიყვარული მეტად გავაღვივოთ ჩვენს ბავშვებში ,ეზიარნენ ქართულ კულტურას!ბავშვებს ,როდესაც დიდი სიყვარულით ვესაუბრები საქართველოზე ,უნებურად ცრემლებით მევსება თვალები,მე მათ გულში ვიხუტებ და ვეჩურჩულები -,, არ დაგავიწყდეთ,ვისი გორისანი ვართ!”
ირმასთვის პედაგოგობა ერთგვარი გამოწვევა და საპასუხისმგებლო საქმიანობაა. ,, გულიდან და სულიდან უნდა იყო პედაგოგი,უზომოდ დიდი ნებისყოფა და შრომა გჭირდება მოსწავლეებთან ერთად! ამ ყველაფერთან ერთად კი დიდი სიყვარული!“
ემიგრაციაში გატარებულმა წლებმა კი მას დიდი ნებისყოფა გამოუმუშავა, ასევე მობილიზების უნარიც და სამყარო სრულიად სხვა რაკურსით დაანახა.,,მე და ღმერთი” -ასე დავარქვი ჩემს ემიგრანტულ წლებს! ემიგრაციის პირველ ეტაპზე, განდგომილივით ავღმოჩნდი ,ჩემი სულის დარაბა დავკეტე და ლოცვა დავიწყე….მჯეროდა ყოველთვის რომ ჩემს საქმეს აქაც გავაგრძელებდი და ბავშვებს დიდი სიყვარულით მოვემსახურებოდი!”
ირმა ამ ბოლო 6 წლის განმვალობაში საქართველოში სულ ორჯერ იყო. იგი ამბობს რომ , მისი ემიგრაციაში წამოსვლა ოჯახი წევრების შემდეგ, მის მოსწავლეებს გაუჭირდათ. ,,არაერთი წერილი მხვდებოდა – ,,ირმა მასწავლებელო მალე დაბრუნდი”მე მათთვის მეორე დედა ვიყავი და ვარ დღესაც!მენატრება ჩემი ქალაქის კენჭიც კი! ყოველთვის ვფიქრობ დაბრუნებაზე.მე, დავბრუნდები ჩემო სამშობლოვ! დავბრუნდები ემიგრაციაში გადახვეწილ, ქართველ დიდ თუ პატარა მარგალიტებთან ერთად!”
სტატიისა და რუბიკის ავტორია ნინო ბოლაშვილი
რუბრიკა „ძლიერი ქალები ემიგრაციაში“ – Geo House-ის მხარდაჭერით
AprioriTV-ს რუბრიკას „ძლიერი ქალები ემიგრაციაში“ ოფიციალურად უწევს სპონსორობას ქართულ-იტალიური საემიგრაციო ორგანიზაცია Geo House!
Geo House, ქართველ ემიგრანტებს უწევს სამართლებრივ და საკონსულტაციო მომსახურებას იტალიაში. მათი მხარდაჭერით, AprioriTV აგრძელებს იმ ქალების ისტორიების გაშუქებას, რომლებმაც ემიგრაციაში სირთულეები დასძლიეს და საკუთარი წარმატების გზა შექმნეს.