AprioriTV წარმოადგენს დამოუკიდებელ დიასპორულ მედიაპლატფორმას, რომელიც იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების ინფორმირებას, საზოგადოებრივ ინტერესზე დაფუძნებული საკითხების გაშუქებას და ადამიანის უფლებების დაცვას ემსახურება.
ვაცხადებთ, რომ AprioriTV-ის მიერ გამოქვეყნებული მასალები მზადდება:
სანდო წყაროებზე დაყრდნობით
საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით
მეორე მხარის მოსმენის პრინციპის პატივისცემით
ბოლო პერიოდში დაფიქსირდა მცდელობა, რომ ზეწოლის, მოთხოვნისა და ირიბი მუქარის გზით განხორციელდეს გავლენა AprioriTV-ის სარედაქციო გადაწყვეტილებებზე და მოხდეს უკვე გამოქვეყნებული ჟურნალისტური მასალის ამოღება.
ვაცხადებთ მკაფიოდ:
AprioriTV არ იღებს და არ მიიღებს სარედაქციო გადაწყვეტილებებს მუქარის, ზეწოლის, დაშინების ან იძულების საფუძველზე.
გვსურს განვმარტოთ, რომ:
ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლა,
მედიის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობა,
ინფორმაციის გავრცელების დაბრკოლება ზეწოლის გზით
შეიძლება შეფასდეს როგორც კანონით აკრძალული ქმედება და დაექვემდებაროს სამართლებრივ რეაგირებას.
ამასთანავე, AprioriTV კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას: უზრუნველყოს მედიის სივრცე ყველა მხარისთვის, ვისაც სურს საკუთარი პოზიციის გამოხატვა კანონიერ და ეთიკურ ჩარჩოებში.
ნებისმიერი შემდგომი მცდელობა, რომელიც მიზნად ისახავს:
ჟურნალისტური საქმიანობის შეზღუდვას, დაშინებას, პროფესიული საქმიანობის ხელშეშლას დოკუმენტირდება და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის ორგანოებს გადაეცემა სამართლებრივი რეაგირებისათვის.
AprioriTV გააგრძელებს მუშაობას სიტყვის თავისუფლების, საზოგადოებრივი ინტერესისა და ემიგრანტების უსაფრთხოების დაცვის პრინციპებით.
პატივისცემით, ხათუნა შარაძე, დიასპორული მედია Aprioritv-ს დამფუძნებელი და ჟურნალისტი იტალიაში
9 იანვარი 2026 წელი.









