იტალიური მედიის tarantotoday.it-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, იტალიის ქალაქ მარტინა ფრანკაში ოპტიკის მაღაზიაში ქურდობის ბრალდებით ორი ქართველი მამაკაცი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია AprioriTV-ს ადვოკატმა ფრანჩესკო ლიზიმ მიაწოდა.
გამოცემის ცნობით, შემთხვევა 2 დეკემბერს მოხდა. გამოძიების ვერსიით, მამაკაცები მაღაზიაში შევიდნენ და დაახლოებით 15 წყვილი სათვალე აიღეს, რომლის საერთო ღირებულებაც რამდენიმე ათას ევროს აღწევს. განგაშის სიგნალის ჩართვის შემდეგ ადგილზე მისულმა პოლიციამ ისინი ფაქტზე დააკავა.
დაკავებულებს სასამართლოში იცავდნენ ადვოკატები მასიმილიანო რუჯიერი და ფრანჩესკო ლისი. პროცესი გაიმართა მოსამართლე ტიციანა ლოტიტოს თავმჯდომარეობით. სასამართლომ დაკავება ოფიციალურად დაადასტურა, თუმცა წინასწარი პატიმრობა არ გამოიყენეს.
მოსამართლის განმარტებით, ბრალდებულებს წარსულში ნასამართლობა არ ჰქონდათ და არ არსებობდა დანაშაულის განმეორების მაღალი რისკი, რის საფუძველზეც ორივე მამაკაცი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა.








