BREAKING

ემიგრაციაიტალია

იტალიის ემიგრანტებო, აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტის ლეგალიზება საჭირო აღარ არის

თუ თქვენ იტალიის რომელიმე უწყება გთხოვთ, საქართველოში იტალიის საელჩოს მიერ დოკუმენტის ბეჭდით ლეგალიზებას, უკვე აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტისა, გაითვალისწინეთ რომ ეს მოთხოვნა უსაფუძვლოა!!!

უცხო ქვეყანაში წარსადგენად საქართველოში გაცემული ოფიციალური დოკუმენტები საჭიროებს აპოსტილით დამოწმებას. დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება ნიშნავს, დოკუმენტებზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობის, ხელმომწერი პირის უფლებამოსილების, ხოლო დოკუმენტის ბეჭდით ან შტამპით დამოწმების შემთხვევაში – მათი ავთენტიკურობის დამოწმებას.

აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტი გამოიყენება „ლეგალიზაციის მოთხოვნის გაუქმების შესახებ“ ჰააგის 1961 წლის კონვენციის წევრ ქვეყნებში რომლის მონაწილეცაა იტალია და მათ შორის საქართველო. აქედან გამომდინარე თუ თქვენ იტალიის რომელიმე უწყება გთხოვთ საქართველოში იტალიის საელჩოს ბეჭდით ლეგალიზებას უკვე აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტისა, გაითვალისწინეთ რომ ეს მოთხოვნა უსაფუძვლოა.

ტყუილად ნუ დაკარგავთ დროს და ნუ გადაიხდით ზედმეტ თანხას. იტალიის პრეფექტურის ოფიციალურ გვერდზეც დევს აღნიშნული ინფორმაცია და იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდზეც.

წყარო: სახელმწიფო სერვისების გამვითარების სააგენტო

Nei Paesi che hanno sottoscritto la Convenzione de L’Aia del 5 ottobre 1961 relativa all’abolizione della legalizzazione di atti pubblici stranieri, questa è sostituita “postilla” (o apostille). L’apostille viene apposta dall’Autorità interna designata da ciascuno Stato; l’atto apostillato è direttamente riconosciuto nello Stato membro di destinazione.

იხილეთ ბმული: იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: https://www.esteri.it/it/servizi-consolari-e-visti/italiani-all-estero/traduzione-e-legalizzazione-documenti/legalizzazione-documenti/?fbclid=IwAR3Mx9BPGISwAOonHaAa3pH7TVvnhNWjBldV1bQmteRzuPp4Qv5lsegFg0U

 იტალიის პრეფექტურა: https://www.prefettura.it/FILES/docs/1173/Convenzione_Aja_Stato_applicazione.pdf?fbclid=IwAR0d9HnIra7E2JaBRk80hlC9r26w-ssBugzrsA3Gj46tSaEDR1g2COexD-E 
 
Legalizzazione documenti – Ministero degli Affari Esteri e della Cooperazione Internazionale

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts