AprioriTV – ხათუნა შარაძე
იტალიაში 2025 წლის 28 ოქტომბერს გაფორმდა საოჯახო სექტორის ახალი კონტრაქტი (CCNL Lavoro domestico), რომელიც „კოლფებს“, „ბადანტეებს“ და „ბეიბისიტერებს“ (ძიძა) ეხება. შეთანხმება ძალაში შევა 2025 წლის 1 ნოემბერს და იმოქმედებს 2028 წლის ბოლომდე.
🔹 ხელფასების მატება – თვეში 100 ევრო
ახალი CCNL ითვალისწინებს მთლიანი 100 ევროიანი ზრდას, რომელიც ეტაპობრივად გადანაწილდება:
- 40 € – 2026 წლის 1 იანვრიდან
- 30 € – 2027 წლის 1 იანვრიდან
- 15 € – 2028 წლის 1 იანვრიდან
- 15 € – 2028 წლის 1 სექტემბრიდან
დამატებით, ხელფასები ყოველწლიურად მოერგება ინფლაციას ISTAT-ის მონაცემების მიხედვით.
🔹 ახალი უფლებები მუშაკებისთვის
კონტრაქტი პირველად აძლევს „კოლფებსა“ და „ბადანტეებს“ უფლებას, სამუშაოდან გარკვეული დროით გავიდნენ მნიშვნელოვანი საჭიროებების გამო — და ამ პერიოდში ხელფასი არ ექვეთებათ.
ეს უფლებები ეხება:
- სამედიცინო ვიზიტზე მისვლას
- პერმესოს განახლებას
- ოჯახთან გაერთიანების დოკუმენტებზე მუშაობას
- შშმ ნათესავის დახმარებას
- ორსულობასა და მშობლობასთან დაკავშირებულ საჭიროებებს
ანუ, თუ მაგალითად ბადანტეს ჭირდება პერმესოს განახლება ან აუცილებელი სამედიცინო ვიზიტი, იგი შეიძლება დროებით გავიდეს სამუშაოდან და ეს დრო ანაზღაურებადია, ხელფასი არ მოაკლდება.
🔹 ახალი დღესასწაული
CCNL-ის მიხედვით, 4 ოქტომბერი – წმინდა ფრანცისკ ასიზელის დღე – ოფიციალურ დღესასწაულად იქცა და სხვა „festività“-ების მსგავსად ანაზღაურებადია.
🔹 რა გავლენა ექნება ოჯახებს?
ექსპერტების შეფასებით:
- ბადანტეს ყოლა ოჯახს საშუალოდ 200–230 ევროთი მეტი დაუჯდება თვეში.
გრძელდება საგადასახადო შეღავათებიც:
- 1 549,37 ევროს წლიური დაქვითვა
- სოციალური შენატანების გარკვეული ნაწილი გამოქვითვადია
🔹 სექტორის გამოწვევები
საოჯახო სამსახურში შავი დასაქმება კვლავ მაღალია — დაახლოებით 50%. პროფკავშირები მოუწოდებენ სახელმწიფოს:
- მეტი მხარდაჭერის პროგრამებს
- შავი შრომის შემცირებას
- ინკლუზიური მიგრაციული პოლიტიკის განვითარებას
დიასპორული მედია Apriori TV • აპრიორი ტვ-ს გენერალური სპონსორია ტურისტული კომპანია – “L’oro degli Argonauti”
ტურებისა და ავია ბილეთების დასაჯავშნად მოგვწერეთ:ტურების დასაჯავშნად
WhatsApp: +39 349 180 5032
ავიაბილეთების ჯავშანიWhatsApp: +39 377 373 0045









