სალომე ქურასბედიანმა, რომელიც წლებია ქალაქ ბარიში ოჯახით ცხოვრობს, საკუთარი კომპანია „მალატხი“ დაარსა, რომელიც სურნელოვან სანთლებს, საპონსა და სუვენირებს ამზადებს. ქურასბედიანი ასევე მუშაობს ეპოქსიდზე, რომელშიც ძირითადად ქართულ თემატიკას ეძღვნება.
ქურასბედნიანის პირველი გამოფენა-გაყიდვის ორგანიზატორი და მასპინძელი, მსოფლიო საემიგრაციო საზოგადოება „Anolf“-ის ქართველი ოეპერატორი ფიქრია კუჭუხიძე გახლავთ.
გამოფენა-გაყიდვა საქველმოქმდო ხასითის იყო, სადაც შემოსული თანხის ნაწილი, ქალაქ ბარიში მოღვაწე ქართველი ფსიქოლოგის, თეონა ბოტკოველის ინიციატივით, საქართველოში მყოფ სიმსივნით დაავადებულ ერთ-ერთ ბავშვს გადაეცემა.
ღონისძიებას ქალაქ ბარიში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საემიგრაციო მედია AprioriTV სალომე ქურასბედნიანს წარმატებას და კარიერულ წინსვლას უწურვებს!



https://fbhttps://fb.watch/sa17VNXfVN/.watch/sa17VNXfVN/









