ნათია შარაშიძე და მამუკა მაღრაძე იტალიაში 2017 წელს ჩამოვიდნენ, ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთრად. უფროსი ცხრა წლის იყო, ხოლო უმცროსი ხუთის. ბავშვები რამოდენიმე დღეში დაარეგისტრირეს როგორც სკოლაში, ასევე საბავშო ბაღში. 9 წლის საბა მაღრაძე დაწყებითი მესამე კლასის მაგივრად, პირველ კლაში დასვეს ენის ბარიერის გამო, მაგრამ ზუსტად ხუთ თვეში, მესამე კლასში გადაიყვანეს. – ჩვენ ინტერვიუს ჩაწერა გადავწყვიტეთ საბასთად და დედამისთან, რადგან მეტი გაგვეგო მისი 8 წლიანი ემიგრაციული ცხოვრება როგორი იყო მისთვის, რა სირთულეები შეხვდა, როგორ ადაპტირდა უცხო გარემოსთან? კმაყოფილია თუ არა მშობლების არჩეული გზით?
თავდაპირველად დავუკავშირდი დედას და ვკითხე, საბა ისურვებდა ინტერვიუს გაკეთებას თუ არა, ”საბა ძალიან მორცხვი და მორიდებულია, როცა უცხოს ესაუბრება თავს ხრის და თვალებში ვერ უყურებს, ვეცდები დავითანხმო“ – გვითხრა ნათიამ. დედის დახმარებით საბა დაგვთანხმდა ინტერვიუზე. – ვკითხე თუ როგორ გაიხსენებდა იმ პერიოდს როცა იტალიაში ჩამოვიდა, „როცა იტალიაში ჩამოვედით სკოლაში მალევე დავიწყე სიარული არ ვიცოდი იტალიურად საუბარი მაგრამ, ხუთ თეში ვისწავლე, მალევე გავიჩინე მეგობრები, არ გამჭირვებია მათთან ურთერთობა, მასწავლებელს ვუყვარდი ძალიან, სწავლა მიყვარს და ასევე ძალიან მიყვარს ფეხბურთი და მშობებმა ფეხბურთზეც მალე შემიყვანეს, „ატლეტიკო ბარის“ აკადემიაში დავდიოდი თავიდან“. ასვე ნათიამ აღნიშნა ის ფაქტი რომ პირველ მასწავლებელს განსაკუთერების უყვარდა საბა, „ახლაც, როცა ქუჩაში მხვდება სულ საბას კითხულობს“.
საბა ახლა 16 წლის არის და სწავლობს „Istituto Tecnico Tecnologico M . panetti“-ში უმაღლესი სკოლის მეორე კლაში, მას არჩეული აქვს ქიმია, ინფორმატიკა და მათემატიკა, ძირითადად ტექნიკური საგნები. საუბრისას გვითხრა რომ კარგად სწავლობს, ასევე სასაუბრო დონეზე იცის ინგლისური და მომავალში უნდა უკეთ ისწავლოს. სწავლის გარდა ასევე დაკავებულია სპორტით, კონკრეტულად ფეხბურთით. ის გვიყვება რომ ფეხბურთი ძალიან უყვარს და სჯერა რომ ფეხბურთელი გამოვა: „აქ როცა ჩამოვედით, ორი წელი დავდიოდი „ატლეტიკო ბარის“ აკადემიაში, მაშინ 9 წლის ვიყავი და მათამაშებდნენ დიდ ბავშვებთან და მე ვიჩაგრებოდი. მერე გადავედი მილანის აკადემიაში და როცა ნახეს რომ კარგად ვთამაშობდი ამიყვანეს გუნდში. ახლა ვარ თავმდამსხმელი მარცხენა ზოლში და ვთამაშობ მილანის აკადემიის ა ჯგუბში. ფეხბურთი ძალიან მიყვარს კარგადაც ვთამაშობ და მომავალში ფეხბურთელი გამოვალ, უნდა გჯეროდეს საკუთარი თავის რომ შენი ოცნება აიხდინო. თითქმის ყველა დღე გვაქს ვარჯიში და გასვლითი თამაშები და მინდა ჩემ მშობლებს მადლობა ვუთხრა რომ ყველანაირად გვერდში მიდგანან და ხელხს მიწყობენ“.

საბა დედასთან ერთად
გზა რაც შენმა მშობლებმა აირჩიეს როგორ ფიქრობ სწორად მოიქცნენ ?
– კი სწორად მოიქცნენ, რადგან ყველა მშობელს უნდა შვლს კარგი განათლება ჰქონდეს, ჩემი მშბლები იმიტო წამოვიდნენ ემიგრაციაში რომ მე და ჩემ ძმას გვქონოდა კარგი მომავალი, კარგ განათლებას საქართელოშიც მიიღებ, მაგრამ ამ ყველაფრისთვის გჭირდება ფინანსები.
– თუ კარგი ფეხბურთელი გახდები, ასევე რაღაც პერიოდის შემდეგ შენ შეგიძლია იტალიის მოქალაქე გახდე, რომელს აირჩევ რომელი ქვეყნის ნაკრებში ითამაშებ ? (ამ დროს საბამ კითხვა შემისწორა “თუ“ არა “მე გავხდები ფეხბურთელი“ და აუცილებლად ვითამაშებ საქართველოს ნაკრებში.
ახლა საქართველოზე გვითხარი, როგორია შენთვის საქართველო ?
– მე საქართველო ძალიან მიყვარს, ახალი ჩამოსული როცა ვიყავით არ ვქონდა საბუთები და საქართველოში ვერ მივდიოდით, სამი წელი ვერ ჩავდიოდი, როცა საბუთები გავაკეთეთ იმის მერე ყველა წელს მივდივართ, ძალიან მიყვარს ჩემი სოფელი გორში სოფ უფლისციხეში ვცხოვრობ, საქართველოშიც ბევრი მეგობარი მყავს მათთან უფრო თბილი დამოკიდებულება მაქ, სხვანაირი გულიანები არიან. იტალიაში ჩამოსვლას მხოლოდ იმიტო არ ვნანობ რომ მაქ შესაძლებლობა ფეხბურთი ვითამაშო. ფეხბურთი რომ არა საქართველოში ვიცხოვრებდი აუცილებლად. საქართველოს დროშის ტატუ გავიკეთე გულთან, ჩემმა მშობლებმა არ იცოდნენ როცა გავიკეთე მერე ვაჩვენე.
ნათია – საბას ძალიან უყვარს საქართველო, ბევრჯერ მიფიქრია შეცდომას ხომ არ ვუშვებთ მე და ჩემი მეუღლე, ჩვენ ფაქტიურად მათ წავართვით ის რომ ეცხოვრათ და გაზრდილიყვნენ თავიანთ სამშობლოში, ეს გზა ხო მათ არ აურჩევიათ. ჩვენ გვქონდა მომენტი აქ უძრავი ქონება შეგვეძინა, საქმე თითქმის ბოლომდე გვყავდა მიყვანილი და საბას ერთმა სიტყვამ გადაგვაფიქრებინა, “დედა მე არ ვიცხოვრებ აქ ხომ იცი“. ფეხბურთი არ ეთმობა თუ არა საბა ეხლაც მოისურვებდა საქართველოში ცხოვრებას, უბრალოდ ისი იცის რომ მე და ჩემს მეუღლეს იქ ნაკლებად გვაქ შესაძლებლობა ფინანსურად ვუზრუნველყოთ. ყოველ კვირა თამაშები აქვს ერთი ქალაქიდან მეორეში, ფორმა და კიდევ ათასი რამ. ჩვენ მანქანა არ გვყავს და ეს ყველაფერი დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, მაგრამ უფალს მადლობა გვაქს ამის შესაძლებლობა.
საემიგრაციო მედიაპლატფორმა AprioriTV საბას წარმტებას უსურვებს, როგორც სწავლაში ასევე სპორტში. საამაყოა იმის მოსმენა, რომ ქართველობა ეამაყება და სამშობლო გულით უყვარს!
ინტერვიუ მოამზადა ქეთი ტუშურმა ემიგრანტმა ჟურნალისტმა ქალაქ ბარიდან.