სიკეთეს არც ზომა სჭირდება არც ნორმა არც სტატუსი და არც რანგი, სიკეთე ყველაზე უბრალოა და ყველაზე დუდებულია! ცხოვრებაში ბევრჯერ მიგრძვნია სიკეთის კვალი, სიკეთით გამოწვდილი ხელი, თანადგომა ჩემს მიმართ, სხვის მიმართ, მაგრამ მსგავსი ერთობა, რაც დღეს მოხდა, გეფიცებით არასოდეს მინახავს. გვწერს ემიგრანტი თეონა ჭანტურია და დღეს ქალაქ ბარიში მომხდარი მძიმე ისტორიის შესახებ ამბავს გვიყვება.
– სასწაული ჩვენს თვალწინ ხდებოდა, ადამიანები ერთიანდებოდნენ სრულიად უცნობი ქართველები და ხელს გვჭიდებდნენ და ცრემლემლიანი თვალებით ფეხ და ფეხ დაგვდევდნენ, რომ დახმარება გაეწიათ იმ ქართველი ქალბატონისთვის, რომელსაც მოულოდნელად დაურეკეს და 16 წლის შვილიშვილის დაღუპვის ამბავი აცნობეს საქართველოდან იტალიაში.
ამ უდიდესი განსაცდელში, მის ირგვლივ შემოხვეული ქართველები დავინახე, გვერდი ვერ ავუარე. მითხრეს რაც სჭირდა საბრალოს, – ვერ მიდისო შვილიშვილი რო დაიტიროსო, არ ვიცი რა მოხდა რა გადამემართა დარეკვა დავიწყე იმ ადამიანებთან რომლებიც საქველმოქმედო ფონდს ხელმძღვანელობენ, დავურეკე საემიგარაციო მედია AprioriTv-ს ჟურნალისტს ხათუნა შარაძეს, არ მინდოდა რამე არასწორად გამეკეთებინა, საჭირო იყო მოძრაობა დახმარების ხელის გაწვდენა. გვერდიდან არ მშორდებოდნენ ემიგრანტები, ყველგან შევდიოდით, ყველას ვაჩერებდით, ვტიროდით ვემუდარებოდით ადამიანებს და სასწაულების მომსწრენი ვხდებოდით.
არ ვიცი, ვინ? საიდან? როგორ? ბილეთიც შევუძინეთ, თანამგზავრებიც ვუპოვეთ, ხვალ აეროპორტამდე გააცილებენ და იქედანაც სახლამდე მიიყვანენ. ხალხი ძალაა, სიკეთე ღვთიურია. მე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ქართველს თუ სადმე გაუჭირდა უცხო ცის ქვეშ ერთ მუშტად შევიკრებით და ციხესიმაგრესავით ზურგს გავუმაგრებთ ერთმანეთს.
ქალბატონო, ვიცი რომ გიჭირს, რომ ხვალ სამშობლოში ყველაზე დიდი უბედურების გამო ბრუნდები, თუმცაღა იცოდე უნდა გამაგრდე და გაძლიერდე, ჩემს დიდებულ ქართველებს კი ვეტყვი ქედს ვიხრი თქვენს წინაშე და არ შემეშინდება ამ დასალიერში არასოდეს, რადგან თქვენ ხო აქ მყავხართ ადამიანებოო…
უფლის მადლით და ადამიანების შემწეობით საკმაოდ სოლიდური თანხა ავკრიფეთ. მადლობა ყველას ჩემო ქართველებო არ მინდა რომილიმე გამომრჩეს ვინაც დღეს ხელი ჩამჭიდა და მდია ფეხდაფეხ. ვინაც დღეს უფლის მადლი მოისხა და სიკეთე გააკეთა თეონა ჭანტურია, ანა ახობაძე, თეა მეგრელიშვილი, გიორგი ლომიძე, მიშიკო ხაზარაძე, ცირა ჩხაიძე ხოლო თანხის შემომწირველთა სია საკმაოდ ვრცელია.
ავტორი თეონა ჭანტურია
იტალია/ქალაქი ბარი