2024 წლის 13 ნოემბერს, ქალაქ მილანში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ნატალია კორძაიამ და საკონსულო დაწესებულების უფროსმა მრჩეველმა ვალერიან გვალიამ იტალიის რესპუბლიკის ტრენტინო ალტო ადიჯეს ავტონომიურ რეგიონში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართეს ქალაქ ბოლცანოს მერთან რენცო კარამასკისთან.
მხარეებმა განიხილეს
ბოლცანოსთან საგანმანათლებლო/საუნივერსიტეტო, ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების პერსპექტივები. ქალაქის მერმა სრული მხარდაჭერა აღუთქვა გენერალურ საკონსულოს საქმიანობის სრულმასშტაბიან განხორციელებაში, ისევე როგორც ქალაქის კერძო სექტორის და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან კონტაქტების დამყარებაში.
გენერალურმა კონსულმა ჩანაწერი დატოვა მერიის სამახსოვრო ჩანაწერების წიგნში.
წყარო: Georgia in Milan