BREAKING

ემიგრაცია

„დამშვიდდით ხალხნო თუ კრიმინალი არ ხარ, ტაქსებს იხდი, გაქვს სამუშაო უფლება და სოუშელი და პატიოსნად შრომობ არავინ არ შეგეხება“ – ემიგრანტი ამერიკიდან

ამერიკის საემიგრაციო ჯგუფში ერთ-ერთი ემიგრანტი Milena Milee, პოსტს აქვეყნებს და ემიგრანტებს საკუთარ ისტორიას უზიარებს:

„როგორ მახსოვს ობამას დროს ჩამოვედი და ობამა ეხლა „გრინ კარტებს“ დაურიგებს არალეგალებსო და ველოდებოდით. მერე მოვიდა ტრამპი და ისეთი პანიკა აიწია პოლიციას რომ ვხედავდი შიშით გული მისკდებოდა, ეხლა ყველას დაადეპორტებსო, ხალხი გარეთ ვეღარ გამოდიოდა, მაგრამ ერთი შემთხვევაც კი არ მახსენდება ჩემს გარშემო რომ ვინმე გაედეპორტებინად. ნუ ბაიდენის დროს სიწყნარე იყო და ეხლა ისევ მოვიდა ტრამპი და ისევ ისე დაიწყო, დაწყნარდით, დამშვიდდით ხალხნო თუ კრიმინალი არ ხარ, ტაქსებს იხდი, გაქვს სამუშაო უფლება და სოუშელი და პატიოსნად შრომობ არავინ არ შეგეხება!!!

პ.ს კლიენტი იყო ჩაწერილი სალონში და მირეკავს აუქმებს რომ ბებოსთან ვარ და ვერ გამოვალ გარეთ სანამ ცოტა არ ჩაწყნარდება სიტუაციაო, ხალხი ისეთი შეშინებულია გარეთ გამოსვლის ეშინიათ.

ჩემი პირველი ფოტო ამერიკაში, ვარ გაურკვევლობაში ცოტა შეშინებულიც, 1 წელი დამჭირდა რომ თვითდაჯერება მომმატებოდა და ცოტა მეტად დამენახა ჩემი მომავალი ამერიკაში ))

დადეთ კომენტარებში თქვენი პირველი ფოტო, ცოტა გავმხიარულდეთ“ – წერს Milena Milee.

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts