საბერძნეთმა საქართველოს მართვის მოწმობები აღიარა

საბერძნეთი

საბერძნეთის პარლამენტმა დაამტკიცა შეთანხმება საქართველოსა და საბერძნეთს შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ.

ამ შეთანხმებით, ორივე ქვეყნის მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, თავიანთი მართვის მოწმობები გადააცვალონ მასპინძელი ქვეყნის შესაბამის დოკუმენტებზე დამატებითი გამოცდების გარეშე.

#საბერძნეთი #მართვის# მოწმობა #აღიარება

Exit mobile version