BREAKING

საქართველო

საქართველოში მიგრაციული პოლიტიკა მკაცრდება

2025 წლის 10 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მიგრაციულ პოლიტიკაში რეგულაციების გამკაცრებას ითვალისწინებს. ცვლილებები შეეხება 18 სხვადასხვა კანონმდებლობას, მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს.

კანონპროექტის მიზანია საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების სამართლებრივი სტატუსის უფრო მკაფიო რეგულირება და იმ პირების წინააღმდეგ ზომების გამკაცრება, რომლებიც არღვევენ ქვეყანაში ყოფნის წესებს.

ცვლილებების ძირითადი მიმართულებებია:

  • იმ პირებისათვის, რომლებიც საქართველოში ბინადრობისა და ყოფნის წესებს არღვევენ, დაწესდება მკაცრი სანქციები;
  • იზრდება ადმინისტრაციული ჯარიმები უცხოელი მოქალაქეებისთვის;
  • გამარტივდება დეპორტაციის პროცედურები;
  • მოხდება თავშესაფრის მოთხოვნის საფუძვლიანი შემოწმება, რათა აღიკვეთოს ამ პროცესის არამიზნობრივი გამოყენება.

მმართველი პარტიის წარმომადგენელთა განცხადებით, საქართველო კვლავ რჩება ღია და სტუმართმოყვარე ქვეყანა, თუმცა საჭიროა მიგრაციის პროცესების მკაფიო სამართლებრივი მართვა. ოპოზიციის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ მსგავსი ცვლილებები შესაძლოა გამოყენებულ იქნას იმ უცხოელთა წინააღმდეგ, რომლებიც ქვეყანაში პოლიტიკურ ან სოციალურ აქტივობებში მონაწილეობენ.

არსებული წესების ფარგლებში უკვე განხორციელდა 21 უცხოელი მოქალაქის დეპორტაცია.


Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts