საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თამარ ლილუაშვილი დაინიშნა იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად, ასევე ქ. რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WFP) საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად .
ლილუაშვილი ამ დრომდე უნგრეთში საქართველოს ელჩად მსახურობდა, მანამდე კი ბულგარეთში. საჯარო სექტორში მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება, მათ შორის იყო საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო Invest in Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი და „არ ემ ჯი“ ჯგუფის დირექტორის მოადგილე .
თამარ ლილუაშვილი ახალ პოზიციაზე საქმიანობას 2025 წლის 1 ივლისიდან დაიწყებს.