„ბათუმობა 2025“ 3 და 4 მაისს საზაფხულო თეატრისა და ბულვარის კოლონადების მიმდებარედ გაიმართება. ორი დღის განმავლობაში ჩატარდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, კლასიკური, თანამედროვე მუსიკისა და ქართული ფოლკლორის კონცერტები. სპეციალურად განთავსებულ დახლებსა და ჯიხურებში მოეწყობა ხელნაკეთი ნივთებისა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა, გასტრონომიული კუთხე.
ქალაქის მთავარი დღესასწაულის სრულ ინფრასტრუქტურულ და დეკორატიულ მოწყობას უზრუნველყოფს ბეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია, ბეტა ივენთი.
გენო ირემაძე, ბეტა ივენთის მენეჯერი: “ბათუმობა 2025-ის სრულს ორგანიზებას ბეტა ივენთი უზრუნველყოფს, რასაც აქ ხედავთ ყველაფერი ჩვენი გუნდის ნამუშევარია. იქნება სხვადასხვა სივრცეები. “
გენო ირემაძის თქმით, მშობლებისთვის კომფორტული იქნება ბავშვებისთვის სპეციალური ზონის არსებობა, სადაც რამდენიმე მხატვარი იქნება და პატარებს სახეს მოუხატავს. ასევე ბათუმის მერიას აქვს უამრავი სიურპრიზი თქვენთვის.
„ღონისძიების სრულ ინფრასტრუქტურულ და დეკორატიულ მოწყობას ბეტა ივენთის ახორციელებს — ჩვენი მიზანია, ბათუმობა 2025 იყოს დაუვიწყარი დღესასწაული! ყველას გელოდებით ამ არაჩვეულებრივ სივრცეში ხვალ და ზეგ“, – გვითხრა ბეტა ივენთის მენეჯერმა.





4 მაისს, საზეიმო ვითარებაში, გაიმართება საპატიო ბათუმელების დაჯილდოება. „ბათუმობა 2025“ გალა კონცერტით დასრულდება.