საქართველოს გენერალურმა კონსულმა მილანში ნატალია კორძაიამ, მილანში დაფუძნებულ საკონსულტაციო კომპანია LXSA Legal & Tax-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა
2024 წლის 16 ოქტომბერს, ქალაქ მილანში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ნატალია კორძაიამ და საკონსულო დაწესებულების უფროსმა მრჩეველმა ვალერიან გვალიამ შეხვედრა გამართეს მილანში დაფუძნებულ საკონსულტაციო კომპანია LXSA Legal & Tax-ის წარმომადგენლებთან.
როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, სიმონე ბრამბილამ შეხვედრაზე აღნიშნა, დარგის სხვა სპეციალისტებისაგან LXSA გამოირჩევა კონკურენტული უპირატესობით, რომელიც ე.წ. Georgia Desk-ის ფარგლებში, საქართველოს კერძო სექტორის წარმომადგენლებს
სამოქალაქო სამართლის მიმართულებით იურიდიულ და საგადასახადო მომსახურებას ქართულ ენაზე სთავაზობს. LXSA -ში ქართველი იურისტია დასაქმებული.
გენერალური კონსული მიესალმა კერძო კომპანიის აღნიშნულ გადაწყვეტილებას. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ქართული კომპანიების სამართლიანი ინტერესების დაცვას იტალიის ტერიტორიაზე. გენერალურმა კონსულმა კომპეტენციის ფარგლებში კომპანიასთან თანამშრომლის მზადყოფნა გამოთქვა.