ამ კითხვაზე ამომწურავ პასუხს Centro servizi Geo House-იდან მიიღებთ.
მაშ ასე, – როგორ დავადასტუროთ საქართველოში მყოფი უმუშევარი ოჯახის წევრების მარჩენლის სტატუსი და როგორ შეგვიძლია მათი მონაცემები შევიტანოთ დეკლარაციაში
1. პირველი სავალდებულო პუნქტი, ეს არის ერთ ოჯახად ცხოვრების აუცილებლობა, ანუ სულადობის ცნობის ამონაწერში, უნდა ფიქსირდებოდეთ ერთად.
2. ნათესაური კავშირის დამადასტურებელი ცნობა/დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა (იმის მიხედვით რომელ ოჯახის წევრს იერთებთ).
3. ამონაწერი შემოსავლების სამსახურიდან – საშემოსავლო კანომდებლობიდან გამომდინარე, შესაძლებელია მზრუნველობის ქვეშ აყვანა იმ ოჯახის წევრების, რომელთა შემოსავალი არ აღემატება წლიურ 2.840, 41 ევროს.
4. ფისკალური კოდი ანუ „codice fiscale“, საჭიროა მიმართვიანობა თქვენი ზონის შემოსავლების სამსახურში „Agenzia del entrate“ , ან საქართველოში არსებულ იტალიის საელჩოში.
5. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტი უნდა იყოს აპოსტილით დამოწმებული და შემდგომ ლეგალიზებული.
6. მეორე ვარიანტში ყველა ზემოთ ჩამოთვლილი საბუთის ქართული ვერსია იგზავნება იტალიის ტერიტორიაზე არსებულ საქართველოს საკონსულოში და გაიცემა სერთიფიკატი რომელიც ადასტურებს ნათესაურ კავშირს და შემოსავლებს. შემდგომ ხდება ამ საბუთის ლეგალიზება ადგილობრივ პრეფექტურაში.
კონტრაქტით გათვალისწინებული შემოსავლების წლიური ჯამი ყოველთვის არის იმ ზღვარზე მაღლა, რომ გვეხება სახელმწიფოსთვის გარკვეული რაოდენობის გადასახადის გადახდა. ასეთი ხერხით გადასახადის რაოდენობა მცირდება, ან ნულდება და რიგ შემთხვევაში ხდება ასევე გარვეული თანხის უკან დაბრუნება.
Centro servizi Geo House იყავით ჩვენთან და იქნებით ინფორმირებული
დაგვიკავშირდით
მოგვწერეთ ვოთსაპზე 327 093 4122 ,
საქართველოს ოფისი Geohouse Georgia