BREAKING

იტალია

ქართველი ქუჩის მუსიკოსები იტალიის ზღვისპირა ქალაქ ბარიდან 

ამბავი ქართველი ქუჩის მუსიკოსების შესახებ იტალიის ზღვისპირა ქალაქ ბარიდან, მათ მიერ აჟღერებული ქართული სიმღერები ყველაზე ხმაურიანი და ხალხმრავალი  ქუჩიდან, აღფრთოვანებული იტალიელები და ასევე უცხოელი ტურისტები.

ქუჩის მუსიკოსების გიორგი ლომიძისა და ანი ახობაძის ერთობლივი დუეტი ორი წლის წინ შედგა. გიორგი ძირითადად ქართულ რეპერტუარს ასრულებს, ანი ქართულ და უცხოურ ჰიტებს. გიორგი უკვე თითქმის რვა წელია რაც ქუჩის მუსიკისია, როცა იტალიაში ჩამოვიდა სამსახურის შოვნა გაუჭირდა და ამ მიზეზით გადაწყვიდა ქუჩაში სიმღერა დაეწყო, “მქონდა მხოლოდ ერთი გიტარა, ვუკრავდი და თან ვმღეროდი, ხალხი რომ მიყურებდა ბევრს ვეცოდებოდი, სიბრალულს გამოხატავდნენ ჩემს მიმართ, საჭმელიც კი მოჰქონდათ. არვიცი ქუჩაში სიმღერა რატო იწვევდა მათში სიბრალულს. შემდეგ კი ეს ჩემი შემოსავლის წყარო გახდა“, – ამბობს გორგი.

გიორგი, იტალიაში მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან  შვითან  ერთად ცხოვრობს, და მისი შემოსავლის წყარო არის ქუჩის მუსიკოსობა, მას მუსიკალური  შვიდწლედი აქვს დამთავრებული, ასევე საქართველოში ეკესიაშიც გალობდა. გიორგი მადლობელია ქართველი ემიგრანტების, რადგან მისი მსმენელი ძირითადად ქართველები არიან. “მე ქართველი ემიგრანტების დახმარებით მოვედი აქამდე, რვა წელი ცოტა დრო არ არის, მინდა მათ მადლობა გადავუხადო, ეს ძან მამხნევებდა და ძალას მაძლევდა და ყოველდღე ვხვდებოდი რომ ჩემი საქმიანობა არ უნდა შემეწყვიტა. როცა მისმენდნენ მათ თვალებში ვკითხუობდი რომ უხაროდათ და სიამოვნებდათ ჩემი მოსმენა. გიტარით  ქუჩაში სიმღერა არის  ცოტა რთული, არა აქვს ისეთი ხმა რომ ქუჩის ხმაური დაფაროს, თავიდან მხოლოდ გიტარით მიწევდა ქუჩაში  გამოსვლა და  სიმღერა,  ამდენი დაბრკოლების და პრობლემის მიუხედავად მაინც არ დავნებდი და დღემდე ვმღერი, მერე შევიძინე დინამიკი და ფონოგრამაზე დავიწყე სიმღერა. არ ყოფილა ადვილი იყო ქუჩის მუსიკოსი, თან უცხო მიწაზე, სადაც შენი რეპერტუარი მხოლოდ  ქართული ჰიტებია. ადვილი ნამდვილად არ ყოფილა ის გზა რაც გავიარე, იყო რამოდენიმე იტალიელი, რომელთაც აღიზიანებდა როცა ვმღეროდი. ერთ დღეს ტურიატებმა 20 ევრო მაჩუქეს  ეს იტალიელმა რომ დაინახა თითქოს ცინიკურად  მეუბნებოდა, – წადი ეხლა შენს საქართველოში ოცი ევრო იშოვე უკვეო“. – გვიყვება გიორგი.

რთული დღეებს ახლვას კარგი ამბები და  გიორგიმ საუბრისას გაიხსენა თავისი ყველაზე დიდი გამოცდილება, როცა ის იტალიურ  ფილმში მიიწვის გადასაღებად ეპიზოდური როლისთვის სტეფან ფრაისის “სადაც ცხოვრება იწყება“.

ცხოვრება არის მოულოდნელობებით სავსე, – ამბობს გიორგი, არასოდეს არ იცი ცხოვრება  რას გიმზადებს.

ანი ახობაძე (ბაბაზია) დაახლოებით 8 წელია რაც ემიგრანტია. ანი საქართველოში აქტიურად იყო ჩართული შოუ-ბიზნესში, მღორეოდა სხვადასხვა  რესტორანში, იყო თეატრის მსახიობი, დამტავრებული აქვს მუსიკალური შვიდწლედი, მონაწილეობა მიუღია არაერთ კონკურსი, ერთ -ერთი იყო „აჩვენე შენი ხმა“.

იტალიაში ჩამოსვლის შემდეგ, ის მუშაობდა იტალიურ ოჯახში მომველად. ამ პერიოდს ანა ძალიან რთულად იხსენებს: “მე სიმღერის გარეშე არ შემიძლია, სამსახურში სადაც ვმუშაობდი იქაც სულ ვმღეროდი, მოხუცებს, ვისაც ვუვლიდი ისენიც ჩემთან ერთად მღეროდნენ, როცა გარეთ ვსეირნობდი ან თავისუფალი დრო მქონდა გიორგისთან მივიდოდინ  ხოლმე  მიკროფონს მომცემდა და მეც ვმღეროდი, ეს იყო ჩემთვის ძალიან ბედნიერი მომენტი. მძიმე სამუშაო პირობების  გამო მომიწია სამსახურიდან  წამოსვლა, ვეძებდი დღის სამსახურს, თან პარალელურად თავისუფალ დროს ქუჩაში ვმღეროდი გიორგისთან ერთად. მე ვასრულებ, როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ჰიტებს. ჩვენი დუეტი ორი წელია რაც არსებობს.

ბევრჯერ გვქონია მომენტი, რომ როცა ვმღერი თითქოს არ ჯერათ, მიგვიღია ბევრი კომპლიმენტი იტალიეებისგან, უცხოელი ტურისტებიდან, იტალიელები ჩერდებიან გვისმენენ, ტაშს გვიკრავენ, ცეკვავენ ჩვენ მუსიკაზე, მაგრამ ჩვენი ძირითადი მსმენელი არის ქართველი ემიგრანტები, რომლებიც  არიან ძალიან თბილები და ასევე გულუხვები. ამ ეტაპზე აქ შვილთან ერთად ვცხოვრობ. ჩემი შვილი ფეხბურთელია. დილით ვმუშაობ იტალიურ ოჯახში, დღის მეორ ნახევარში მოვდივარ და ვმღერი. გვაქს ხოლმე ისეთი  რთული მომენტები როცა იტალიური პოლიცია გვიშლის სიმღერას, მაგ დროს ადგილს ვიცვლით და სხვა ადგიზე გადავდივართ, ამას სისტემატიური ხასიათი აქვს, მაგრამ ამ ეტაპზე ესე ვუმკლავდებით.“ – გვითხრა ანიმ.

გიორგი და ანი საუკეთესო მეგობრები არიან, მათ დუეტს „ჯეორჯი-ანი“ დაარქვეს.

ისინი კვლავ გაგრძელებენ სიმღერას ყველაზე ხალხმრავალი ქუჩიდან და გულს გაუთბობენ ბევრ ქართველს, ბევრ უცხოელ ტურისტს აღაფრთოვანებენ,  მათი სიმღერით  და ბევრ იტალიელს ააცეკვებენ ვია სპარანოზე.

 ავტორი: ქეთი ტუშური/ იტალია / ქალაქი ბარი

AprioriTV-იტალია

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts