მილანში საზოგადოებრივ ტრანსპორტში კონტროლი მკაცრად ხორციელდება — ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს ქართველი ემიგრანტი როზა ლიპარტელიანი. მისი თქმით, ერთ-ერთ ავტობუსში მიმდინარეობდა მასობრივი შემოწმება, რის გამოც გაჩერდა ავტობუსი და ჩაკეტეს ყველა გასასვლელი.
„ძალიან მკაცრად გაკონტროლდა… გამოიძახეს კარაბინერებიც,“ — წერს ემიგრანტი და განსაკუთრებით აფრთხილებს იმ პირებს, რომლებიც უსაბუთოდ გადაადგილდებიან იტალიაში.
მგზავრებს მოუწოდებენ, იმოძრაონ წესების დაცვით, ყოველთვის ჰქონდეთ საბუთები და ბილეთი.
როგორც ირკვევა, კონტროლის ტალღა შესაძლოა უკავშირდებოდეს ზოგად უსაფრთხოების ზომების გამკაცრებასა და მიგრანტთა მდგომარეობის ზედმიწევნით შემოწმებას.