BREAKING

იტალია

„ius scholae“-ს კანონპროექტს მხარს ამჯერად იტალიის საეპისკოპოსო უჭერს

საემიგრაციო მედიაპლატფორმა Apriori TV • აპრიორი ტვ ატიურად აშუქებს, იტალიის მთავრობის მიერ განსახილვევლი კანონპროექტის, „Ius Scholae“-ს შესახებ. „Ius Scholae“ სკოლა არის კანოპროექტი, რომლის მიღების შემთხვევაში შესაძლოა, იტალიაში მცხოვრებ არასრულწლოვან უცხოელებს, რომლებიც ხუთი წლის მანძილზე ჩართული იყვნენ საგანამანათლებლო პროცესში (სკოლა), მოქალაქეობა მიანიჭონ. გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქეობის შესახებ დებატები დღის წესრიგში დაბრუნდა, ინიციატივა ემპოლის ვალდელსას მუნიციპალიტეტებიდან იწყება.

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, „ius scholae“-ს ამჯერად მხარს იტალიის საეპისკოპოსოც უჭერს.

იტალიის საეპისკოპოსო კონფერენცია (CEI), მისი გენერალური მდივნის, კალიარის არქიეპისკოპოსის ჯუზეპე ბატურის მეშვეობით, კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა 
ius scholae-ს მიმართ. მან იმედი გამოთქვა, რომ მიიღებენ ალტერნატიულ ზომებს. ეს განცხადება მუდმივმოქმედი საეპისკოპოსო საბჭოს საშემოდგომო სესიის დასასრულს პრესასთან შეხვედრის დროს გავრცელდა.

ius scholae და მოქალაქეობა, როგორც ინტეგრაციის ინსტრუმენტი

მონსინიორ ბატურიმ გაიხსენა, რომ იტალიის საეპისკოპოსო დიდი ხანია მხარს უჭერს მოქალაქეობის უფრო ფართო ხედვას, რომელიც ფუნდამენტურად არის მიჩნეული, რათა თავიდან იქნას აცილებული დამცირება და უსამართლობა მათ მიმართ, ვინც ცხოვრობს იტალიაში და იზიარებს მის ღირებულებებს. ius scholae , რომელიც გარანტირებული იქნება იტალიის მოქალაქეობისთვის იმ ემიგრანტების შვილებისთვის, რომლებიც ასრულებენ სასკოლო ციკლს ქვეყანაში.

ამავე თემაზე:

📌 იტალიაში დაბადებულთა ან სასკოლო პროცესში ჩართული არასრულწლოვნების მოქალაქეობის მინიჭების პროექტი ხელხალა გააქტიურდა

📌 იტალიამ, შესაძლოა არასრულწლოვან უცხოელებს მოქალაქეობა მიანიჭოს

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts