ქალაქ კასტელანა გროტეს ადგილობრივი საინფორამციო საგენტოს www.vivicastellanagrotte.it ინფორმაციით, 17 ოქტომბერს, 17:00 საათზე, კასტელანა გროტეში (მისამართი: Via Grotte n. 66F, ოფისი „Fiorire Comunque“) გაიმართება სკოლის „Penny Wirton“ ადგილობრივი ფილიალის ოფიციალური პრეზენტაცია.
არასამთავრობო ორგანიზაცია “Scuola senza confini – Penny Wirton Bari ODV”, რომელიც მიგრანტებისთვის უფასო იტალიური ენის კურსებს ახორციელებს, აქტივობებს უკვე კასტელანა გროტეშიც დაიწყებს.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ:
ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი Cecilia Nigro,
პრეზიდენტი Rosalina Mammiaturo,
მოხალისე Giuseppe Cianciotta,
ადგილობრივი კოორდინატორი Daniela Lovece,
კარიტასის ცენტრის წარმომადგენელი Giuseppe Elefante.
ღონისძიებას ასევე დაესწრებიან:
ქალაქის მერი Domenico Ciliberti,
სოციალური სამსახურის საკრებულოს წევრი Davide Sportelli.
სტუდენტების სახელით სიტყვით გამოვა Hasna El Khattabi, „Penny Wirton“-ის ერთ-ერთი მიგრანტი მოსწავლე.
პრეზენტაციის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება სასწავლო პროცესის დეტალები, კურსების განრიგი და სასწავლო მასალები.
#AprioriTV#CastellanaGrotte#PennyWirton#იტალიურისწავლა#ემიგრანტები#ინტეგრაცია#დიასპორა