იტალიის პრემიერმინისტრი: ჯორჯ სოროსი აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს, ამას სხვა სახელმწიფოების საქმეებში ჩარევა ჰქვია

იტალიის პრემიერ მინისტრი

პასუხად, იტალიის პრემიერმა განაცხადა, რომ ასე არა ილონ მასკი, არამედ ჯორჯ სოროსი იქცევა. “მასკი არის ძალიან ცნობილი და მდიდარი ადამიანი, რომელიც გამოხატავს თავის პოზიციას, მაგრამ ის არც პირველია და არც ერთადერთი. ბევრი ცნობილი და მდიდარი ადამიანი მინახავს, რომლებიც საკუთარ შეხედულებებს გამოხატავენ.” – ამის შესახებ  იტალიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. 

“პრობლემა ის არის, რომ ბევრი მათგანი, მთელს მსოფლიოში საკუთარ რესურსებს პოლიტიკური პარტიების, ასოციაციებისა და პოლიტიკოსების დაფინანსებისთვის იყენებს, რათა გავლენა ჰქონდეს ამა თუ იმ ქვეყნის პოლიტიკაზე. მასკი ამას არ აკეთებს, მე არ მსმენია, რომ ის პოლიტიკურ პარტიას აფინანსებს. ამას აკეთებს ჯორჯ სოროსი, ამას ჰქვია სახელმწიფოების ეროვნულ საქმეებში ჩარევა”, – ასე უპასუხა იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონმა პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტის კითხვას, რომელიც  საერთაშორისო პოლიტიკაში Tesla-ს და სოციალურ ქსელ X-ის მფლობელის  მსოფლიო პოლიტიკაში გავლენას ეხებოდა.  წერს   euronews

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, მელონი ფლორიდას ეწვია, სადაც აშშ-ის ახალ არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შეხვდა 

Exit mobile version