BREAKING

იტალია

იტალია: რა უნდა იცოდეთ თუ უმუშევარი დარჩით!

რას ნიშნავს მიღებული მესიჯი – „NASPI-Ricorda di completare RAD e CV sul SIISL , sei tenuto a farlo entro 15 giorni dalla data di iscrizione d ‘ufficio“ – ამ ინფორმაციამ ძალიან დიდი მღელვარება გამოიწვია ემიგრანტების იმ ნაწილში, ვინც სარგებლობს უმუშევრობის დახმარებით ანუ NASPI-თ, იგივე „დიზოკუპაციონე“.

ამ საკითხთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია მოამაზადა საემიგრაციო ორგანიზაცია Geo House-მ, რომელიც 12 წელზე მეტია ემიგრანტებს სხვადასხვა საემიგრაციო საკითხების მოგვარებაში დახმარებას უწევს.

რა შეიცვალა 2025 წლიდან ?

პირველი ეტაპი – უმუშევრად დარჩენის შემთხვევაში უნდა გავიაროთ რეგისტრაცია „centro di impiego“ –ში ე. წ “დასაქმების ცენტრი ” ეს ვალდებულება არსებობდა ყოველთვის.
„დასაქმების ცენტრი“ არის საჯარო დაწესებულება, რომელიც უმუშევარ ან ე.წ. „დიზოკუპაციონეზე“ მყოფ პირს დასაქმების პროცესში ეხმარება. ხსენებული ცენტრები მხარს უჭერენ იმ ადამიანებს, რომლებიც სამუშაოს ეძებენ, უწევენ კონსულტაციებს, სთავაზობენ სასწავლო კურსებს, ინფორმაციას სამუშაოს შესაძლებლობებზე და დახმარებას რეზიუმეს შედგენაში. გარდა ამისა, ისინი თანამშრომლობენ კომპანიებთან, რათა გაამარტივონ სამუშაოს მოთხოვნისა და შეთავაზების შეხვედრა. მოკლედ, ისინი არიან საყრდენი წერტილი იმ ადამიანებისთვის, ვისაც სამუშაოს პოვნა ან პროფესიული უნარების გაუმჯობესება სურს.

რეგისტრაციის გავლა ამ დრომდე შესაძლებელი იყო ონლაინაც, ხოლო ამ ეტაპზე სავალდებულოა ფიზიკური წარდგენა . ყველა ქალაქს აქვს ეს დაწესებულება და გუგლის საძიებელ სისტემაშიც ძალიან ადვილად იპივით.

მეორე ეტაპი (რომელსაც ასევე ძალიან განიცდიან ემიგრანტები) – იტალიის შრომის და სოციალური პოლიტიკის სამინისტროში დაარსებულია სოციალური და სამუშაო ჩართვის საინფორმაციო სისტემა (SIISL), რომელიც დაკავშირებულია INPS-თან (ეროვნული სოციალური დაცვის ინსტიტუტი). ეს არის (SIISL) პლატფორმა, რომლის მიზანია სამუშაოს ძიების გამარტივება, ასევე ბენეფიციარების დასაქმების/რიკვალიფიკაციისთვის ყველაზე სასარგებლო სასწავლო აქტივობების განსაზღვრა.

INPS-ი ვალდებულია SIISL-ის საშუალებით სამუშაო ცენტრებსა და მუნიციპალიტეტებს მიაწვდოს შესაძლო გადაწყვეტილებები სარგებლის გაუქმების ან დაკარგვის შესახებ.
ანუ სავალდებულოა რეგისტრაციის გავლა ზემოთ აღნიშნულ პლატფორმაზე, საკუთარი cv ის ატვირთვა და შემდგომ სამუშაო ცენტრი გააკეთებს შემოთავაზებებს გადამზადების კურსების, ან სამუსაო ადგილის შესახებ .

INPS-ი (ეროვნული სოციალური დაცვის ინსტიტუტი), სამუშაო ცენტრი და ზემოთ აღნიშნული პლატფორმა თანამშრომლობენ, და თუ არ მოხდება ამ რეგულაციების შესრულება, შესაძლებელია გაუქმდეს ან დაიბლოკოს უმუშევრობის თანხა!!!

მთავარი პრობლემა – SIISL–ს პლატფორმაზე რეგისტრაციისათვის აუცილებელია ელექტრონული პირადობის მოწმობა ე. წ SPID ან გააქტიურებული CIE .
არც ეს არ არის გადაუჭრელი და მოუგვარებელი, ვინაიდან თითოეულ ჩვენთაგანს გაგვაჩნია ელექტრონული პირადობის მოწმობა, ბევრ შემთხვევაში დაკარგული პინით და პუკით, რომლის აღდგენა შესაძლებელია.

მოკლედ ან ვხსნით SPID ს ან ვააქტიურებთ CIE ს .

ამ და სხვა მნიშვნელოვან საემიგრაციო საკითხებზე, დოკუმენტებისა და ლეგალურად ცხოვრების დოკუმენტის შესახებ, ასევე „რინოვოსა“ და პასპორტის დამზადებასთან დაკავშირებით, იტალიის მოქალაქეობასა და ყველა საემიგრაციო საკითხზე, შეგიძლიათ მიმამრთოთ Geo House-ს ან დაუკავშირდეთ ნომრებზე:

+(39) 327 0934122

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

CIE – ციფრული დოკუმენტი – ის რაც ემიგრანტმა უნდა იცოდს

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts