BREAKING

იტალია

დეკრეტი ,,ფლუსი” 2025

უკვე მესამედ, რეგულარულად ხდება იტალიაში ,,ფლუსის” დეკრეტის მეშვეობით უცხოელი ქვეყნის მოქალაქეების ლეგალიზაცია. 2025 წლისთვის ,,ფლუსის” დადგენილების მეშვეობით იტალიაში ლეგალიზაციისთვის საბუთების შეტანა დაიწყება 01.11.2024 წელს და დასრულდება 30.11.2024 წელს.

განაცხადის ფორმების წინასწარ შედგენა და მათი გადაგზავნა ხელმისაწვდომი იქნება შემდეგ მისამართზე

https://portaleservizi.dlci.interno.it

განცხადების საბოლოო გაშვების დროები კი ასე განისაზღვრა.

– 2025 წლის 5 თებერვალი, დილის 9:00 საათი, არასეზონური, დაქვემდებარებული მუშაკებისთვის.

– 2025 წლის 7 თებერვალი, დილის 9:00 საათი: არასეზონური მუშაკებისთვის, მათ შორის ოჯახში დასაქმებული მომვლელებისთვის და სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებისთვის.

– 2025 წლის 12 თებერვალი დილის 9:00 საათი: სეზონური, სოფლის მეურნეობის და ტურიზმის-სასტუმრო სექტორის მუშაკებისთვის.

2025 წლის ,,ფლუსის” დადგენილება ითვალისწინებს 181.000-ზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლას იტალიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, როგორც სეზონური, ასევე არასეზონური სამუშაოებისთვის.

– არასეზონური დაქვემდებარებული სამუშაოსთვის 70.720 კანდიდატურის მიღებაა შესაძლებელი.

– თვითდასაქმება შეეძლება 730-ს.

– სეზონური სამუშაოებისთვის გამოიყო 110.000 სამუშაო ადგილი.

დამატებით 10.000 განაცხადის გაკეთებაა განსაზღვრული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ან მოხუცთა დასახმარებლად.

2025 წლის 7 თებერვალს დილის 9:00 საათიდან გაეშვება განცხადებები ზემოთ აღნიშნული დამატებითი 10.000 სამუშაო ადგილისთვის, სადაც კანდიდატებად მოიაზრებიან ოჯახში დასაქმებული მომვლელები, ასევე სამედიცინო სექტორის წარმომადგენლები.

აპლიკაციები ელექტრონულად იგზავნება, ამიტომ აუცილებელია გქონდეთ ელექტრონული პირადობის დამადასტურებელი მოწმობა SPID ან CIE. განაცხადი უცხოელი მუშაკისთვის შეიძლება წარადგინოს იტალიელმა ან იტალიაში რეგულარულად მცხოვრებმა, (რეზიდენტმა) უცხოელმა დამსაქმებელმაც, რომელიც ჯერ კიდევ ცხოვრობს საზღვარგარეთ. განცხადების გადასაგზავნად კვლავ გიტოვებთ ოფიციალურ პორტალს

https://portaleservizi.dlci.interno.it

ავტორი: ნონა გედენიძე

საემიგრაციო საკითხების შესახებ კომპეტენტურ და გადამოწმებულ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ქვემოთ მითითებულ ბმულზე:

Info Immigrazione 

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts