დღეს განვიხილავთ SPID – ს (Sistema Pubblico di Identità Digitale) და CIE – ს (Carta d’Identità Elettronica) იდენტურობის ციფრული სისტემებია, რომლებიც იტალიაში გამოიყენება, რათა მოქალაქეებს და რეზიდენტებს შეუძლიათ უსაფრთხოდ მიიღონ წვდომა სხვადასხვა ონლაინ სერვისებზე და სახელმწიფოსა თუ კერძო სექტორის ელექტრონულ პლატფორმებზე.
Spid-ი გამოიყენება ონლაინ მომსახურეობების მისაღებად, როგორიცაა: წვდომა სახელმწიფოს, რეგიონების, მუნიციპალიტეტების და კერძო კომპანიების მომსახურებებზე (მაგალითად, INPS, Agenzia delle Entrate, Comune).
CIE ასევე არის ელექტრონული პირადობის მოწმობა, ის მრავალფუნქციურია: გამოიყენება როგორც პირადობის დასადასტურებლად, ასევე ონლაინ ავტორიზაციისთვის, ასევე მას აქვს საერთაშორისო აღიარება: ის არა მხოლოდ იტალიაში, არამედ ევროკავშირის ქვეყნებშიც ლეგალური დოკუმენტია.
მობილური ინტეგრაცია: CIE შეიძლება გამოიყენოთ აპლიკაციების საშუალებით, როგორიცაა CIE ID, რათა წვდომა მიიღოთ ონლაინ სერვისებზე.
Spid-ს ემიგრანტი აუდიტორია იცნობს, თუმცა აღსანიშანავია რომ CIE-ს შესახებ ნაკლებად ინფორმირებულია. როგორც ზემოთ გითხარით CIE არის ელექტრონული პირადობის მოწმობა ანუ CARTA IDENTITA’ ELETRONICA. თუკი მივყვებით მითითებებს და გავააქტიურებთ პირადობის მოწმობას ისე როგორც ამას ინსტრუქცია მოითხოვს, ჩვენ ხელთ გვექნება ციფრული პირადობის მოწმობა SPID ის ყველა ფუნქციით.
როგორ ხდება CIE – ს გააქტიურება? განმარტებები და რჩევები ქართულ-იტალიური საემიგრაციო ასოციაცია Geo House-სგან.
ამ პროცედურის დროს სავალდებულოა მივუთითოთ ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი .
თუ თქვენ ეს ზემოთ აღნიშნული დოკუმენტები მოგეპოვებათ, შესაძლებელია მოხდეს ელექტრონული პირადობის მოწმობის ანუ CARTA IDENTITA’ ELETRONICA–ს რეგისტრაცია შესაბამის საიტზე და თქვენ ხელთ გექნებათ თქვენი ციფრული იდნეტობა –CIE , რაც ნიშნავს რომ აიცილებთ ბევრი დროის ხარჯვას გრძელ რიგებში სხვადასხვა სერვისებისათვის, საჯარო დაწესებულებების საიტებიდან მოახდენთ თქვნთვის სასურველი ინფორმაციის და სერთიფიკატების გადმოტვირთვას და ცხოვრება გახდება ცოტათი უფრო მარტივი და მოქნილი ამ ბიუროკრატიულ რეალობაში.
მოკლედ მარტივად რომ ვთქვათ, ჯიბეში გიდევთ თქვენი იდენტურობის დამადასტურებელი ონლაინ ვერსია .
რეგისტრაცია ხდება შემდეგ საიტზე
https://www.cartaidentita.interno.gov.it
ვაკონკრეტებთ, რომ აუცილებელია გქონდეთ პინის და პუკის კოდები, სხვა შემთხვევაში რეგისტრაცია შეუძლებელია
თუ არ გაქვთ კოდები, შესაძლებელია ასევე აღდგენა
დამატებითი დეტალებისათვის მზად ვართ დახმარებისათვის.