ემიგრანტობის გზა სირთულეებითაა სავსე, თუმცა ბევრისთვის ის ახალი შესაძლებლობების საწყისიც ხდება. ჩვენი რესპონდენტი სწორედ იმ ადამიანთა რიცხვშია, ვინც იტალიაში ემიგრაციის შემდეგ საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე გამოიყენა და დღეს Yves Rocher Italia-ს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გუნდის ლიდერია. როგორ დაიწყო მისი ემიგრაციის ისტორია, რა გზა გაიარა ფილოლოგიიდან ბიზნესსა და გაყიდვებამდე, და როგორ მოახერხა, რომ 4,800-კაციანი ქსელი შეექმნა იტალიის მასშტაბით? ამ ყველაფერზე ის თავად გვესაუბრება.
– თქვენი პროფესიული გზა საკმაოდ საინტერესოა. როგორ მიიღეთ გადაწყვეტილება ემიგრაციაში წასვლის შესახებ 2004 წელს და რა სირთულეებს შეხვდით ამ პროცესში?
ამ პერიოდში არ იყო მარტივი სხვა ქვეყანაში წასულიყავი, გაცვლითი სასწავლო პროგრამები არსებობდა გერმანიასთან, 24 წლამდე სტუდენტებს შეეძლოთ ამ პროგრამით სარგებლობა მხოლოდ და 1 წლიანი სასწავლო ვიზით გერმანიაში წავედი. სირთულეები დღემდე მიყვარს, ემიგრაციის პირველი სურთულეები? ქუჩებში რომ ქართული აღარ მესმოდა, თან ისეთ ქალაქში ვიყავი ქართველი საერთოდ არავინ იყო. შემდეგ მასწავლეს ერთ-ერთი მაღაზიაში, მესამე სართულზე ქართველი გოგონა მუშაობსო, წავედი და მესამე სართულს რომ ვუახლოვდებოდი მუხლები მეკვეთებოდა, თითქოს სუნს ვგრძნობდი ქართულს, გაიხსნა ლიფტი გამოვედი, მახსოვს ჯინსების მაღაზია იყო, სამი გოგო ტრიალებდა, უღიმოდა გერმანულად შემსვლელ მომხმარებელს, მეც გამიღიმეს, და ამ სამიდან ეგრევე ამოვიცანი რომელი იქნებოდა ქართველი, კისერზე შემოვეხვიე, იმ მომენტში ვიგრძენი ქართველობის სიყვარული.
Საქართველოში სწავლობდით ფილოლოგიის ფაკულტეტზე, ხოლო იტალიაში კოსმეტოლოგია შეისწავლეთ. როგორ მოხდა ასეთი განსხვავებული სფეროს არჩევა?
მიყვარს ექსპერიმენტები, საკუთარ თავზე დიდ დაკვირვებას ვახდენდი. მიყვარს აღმოჩენები. დასაწყისში გაუთვალავი გადაწყვეტილება იყო ფილოლოგია თუმცა იმ 4 წლის სტუდენტობამ გამზარდა, დამოუკიდებლობას შემაგუა. შემდეგ მივხვდი, რომ არ იყო ჩემი პროფესია.
ემოგრაციაში კი მინდოდა რაღაც შემეცვალა, უნდა შემესწავლა რაღაც ისეთი რომ აქ გამომადგებოდა, ეს იყო კოსმეტოლოგია, სწავლა მალევე დავიწყე, თან ვმუშაობდი და ამან სტიმული მეტად მომცა. ბოლოს მივხვდი არც ეს არ იყო ჩემი პროფესია. ახლა კიდევ ვაპირებ სწავლას, ძალიან მიზიდავს ფსიქოლოგია. უამრავ წიგნს ვკითხულობ ფსიქოლოგიის ხაზით. ერთ-ერთი ყველაზე საჭირო პროფესიაა დღეს, რადგან საზოგადოებაში სერიოზული პრობლემებია, ადამიანები არიან ლიმიტირებულები, მართავს მათი ქვეცნობიერი, წინ ვერ მიდიან, ერთ წრეზე ტრიალებენ, სჯერათ რომ მათ მეტი არ შეუძლიათ, რომ არ გამოსდით. მინდა დავეხმარო და გავუმარტივო ეს ყველაფერი. ადამიანებს 97 % ქვეცნობიერი მართავს, 3% გვაქვს გაცნობიერებული, თუ რას ვაკეთებთ, რატომ ვაკეთებთ, ძალიან საინტერესო თემაა. მაგალითად, თუ ქვეცნობიერს გახსნი ადამიანს 100 წელზე ბევრად მეტი სიცოცხლე შეუძლია, ეს არის უბრალოდ ლიმიტი ჩვენს გონებაში, როცა ვუახლოვდებით 100 წელს გონება მიჩვეულია შეგუებულია, დაბერდა და მალე სრულდება. არაფერიც არ სრულდება. თუ დავაკვირდებით, ბავშვობიდან გვაჩვევენ ფრაზას, იცოცხლე 100 წელი, შენ მოიყარე 100 წლის, რატომ 100? მე 500 მინდა ვიცოცხლო? დიდი ბიზნესმენები, დიდი კარიერის მქონე ადამიანები ყველა მუშაობს მის ქვეცნობიერზე, რომ ლიმიტის ზონები გადაკვეთონ. მოკლედ სამომავლო გეგმაა ფსიქოლოგია. სამოყვარულო დონეზე ეხლაც ღრმად ვეცნობი.

Მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული დრო იმუშავეთ კოსმეტოლოგიის სფეროში, მიხვდით, რომ ეს არ იყო თქვენი საქმე. რა იყო ის მთავარი ფაქტორი, რომელმაც გაყიდვებისა და ბიზნესის მიმართულებით გადაგწყვეტინათ მუშაობის გაგრძელება?
გაყიდვები? გაყიდვები ბევრს ჰგონია იყიდე გაყიდეა. მადლობა თქვენ, რომ მომეცა საშუალება, ავხსნა რა არის გაყიდვები ჩემებური ხედვით. გაყიდვები არის მოლაპარაკების სწორად მართვა ორ მხარეს შორის, სწორად წარდგენა. გაყიდვები ყველას სჭირდება, ნებისმიერ ადამიანს. მაგალითად ადვოკატი, ისწავლა, აიღო დიპლომი ზის სახლში, ელის კლიენტებს, თუ მან არ იცის გაყიდვები, ვერ ეყოლება კლიენტი. არავის არ ეცოდინება მის შესახებ. იგივე ნებისმიერ პროფესიაზე. გაყიდვების ცოდნა ყველას სჭირდება. ექიმი, ზარეული, ფოტოგრაფი, ნებისმიერი პროფესიის მქონე ადამიანი, თუ გაყიდვები არ იცის კარგად, წინ ვერ წავა მის სფეროში. გაყიდვებზე არის მთელი დედამიწა აგებული. მე გაყიდვების ოსტატი ვარ, ამას მართლა გულწრფელად ვაღიარებ. ნებისმიერ ჩაფუშულ ბიზნესს მოვაბრუნებ გადავარჩენ. ნებისმიერ მოუგვარებელ საქმეს მოვაგვარებ, მიყვარს სირთულეები, ბიზნესი და გაყიდვები ჩემი სფეროა. მასზე ბევრის საუბარი შემიძლია. ვინც ბიზნესს ფულის გამო იწყებს ის არ არის ბიზნესს მცოდნე, ვინც გაყიდვებს ფულის საშოვნელად იწყებს, ვერ გაყიდის რასაც ყიდის. სხვა ღრმა თემებია დასაცავი რომ იყო წარმატებული ამ სფეროში
Როგორ დაიწყო თქვენი თანამშრომლობა Yves Rocher Italia-სთან და როგორ განვითარდა თქვენი კარიერა ამ კომპანიაში?
– ბევრი კომპანიები არსებობდა, არჩევანი მინდოდა საუკეთესოზე გამეკეთებინა, ბრენდის დაბადების ისტორიამ მომხიბლა, არ იყო მარტივი აქ მოხვედრა, პირველი ქართველი ვიყავი. გაყიდვებით დავიწყე, მოულოდნელად ბევრი გაყიდვები წამოვიდა, მივხვდი რომ მოთხოვნადი ბრენდი იყო. დირექციისგან მივიღე მალევე შეთავაზება გუნდი შემექმნა და გავძღოლოდი. დიდი გამოწვევა იყო, მაგრამ ესეც გამომივიდა. დავიწყე 100 კაცით, გუნდი სრაფად გაიზარდა, დღეს კი 4, 800 ქართველი არის ჩემს გუნდში, მთელი იტალიის მაშტაბით. 3 წელია რაც კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წავედი და დღეს responsabiles როლში ვარ, რაც ნიშნავს, დიდ პასუხისმგებლობის წინაშე დგომას.
Საწყის ეტაპზე გაყიდვებით დაიწყეთ, შემდეგ კი გუნდის ლიდერი გახდით. რა გამოწვევები გქონდათ ამ პერიოდში და როგორ დაძლიეთ ისინი?
– როცა გუნდი შევქმენი, ადამიანებს ვთავაზობდი სამსახურს, მათი პასუხები ცივი უარი იყო, არა არ მინდა, არა ამას მე ვერ შევძლებ, – მათი უარი მე მეტად მაძლიერებდა, და ეს ადამიანები არიან დღეს ჩემი გუნდის ვარსკვლავები, ნახეთ რა წარმატებებს მიაღწიეს, მათი ცივი უარიდან წარმატებებამდე ნაბიჯები.
დღეს 4800 ქართველისგან შემდგარი გუნდი გყავთ იტალიის მასშტაბით. როგორ მოახერხეთ ასეთი დიდი ქსელის შექმნა და მართვა?
– პირველ რიგში ხალხის ნდობა, გამჭირვალეობა, საქმის მიმართ დისციპლინა, პასუხისმგებლობა და ყველაზე მეტად გამოცდილება. ძალიან ბევრს ვმუშაობ საკუთარ თავის განვითარებაზე, მყავს იტალიურ ენოვანი პროფესიონალი მენტორი,ამავდროულად ქართულ ენოვანიც. ვკითხულობ ბიზნესის სფეროზე უამრავ წიგნს და ვატარებ ყოველდღიურობაში ექსპერიმენტებს დაკვირვებებს, ადამიანებზე, მომხმარებლებზე, თანამშრომლებზე და იქედან ვქმნი სტრატეგიებს, რა როგორ სჯობს. გავიარე ერთ-ერთი ურთულესი კურსი, გაყიდვების მენეჯმენტი – კომპანიის მართვა. მსხვილი ბიზნესმენები ემზადებიან მხოლოდ მათთან. მე არწივებთა შორის ბეღურასავით ვიყავი, ყველას საკუთარი კომპან ჰქონდა, მე სხვის კომპანიასთან ვთანამშრომლობდი, სამაგიეროდ გაყიდვების შედეგებით ვუსწორდებოდი. გაჩვენებთ სერთიფიკატსაც.


Მენეჯმენტის პროცესში რა არის თქვენი მთავარი პრინციპები, რომლებიც გუნდს წარმატებისკენ მიჰყავს?
– საქმის მიმართ დიდი სიყვარული, პასუხისმგებლიანობა. ბევრს ბავშვობის ტრავმები აქვს გამოყოლილი, რომ არაფერში გამართლებია, ჰგონია არ გამოდის არაფერი დღესაც, ამ თემებზე ბევრი მუშაობა მიწევს, მათი თავდაჯერებულობა რომ ავამაღლო და ძლიერად, ყოვლის შემძლედ იგრძნონ თავი.
Რა თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ გაყიდვების სფეროში წარმატებას მიაღწიოს?
– გაყიდვებზე ნებისმიერი თვისებების მქონე შეძლებს მარტივად, რადგან, ჩემი გუნდი სტანდარტული გაყიდვების მეთოდით არ მუშაიბს, ჩვენ ჩვენი შიდა ხრიკები გვაქვს, რაც მათ უადვილებს გაყიდვებს, თუმცა პასუხისმგებლობა აუცილებელია ფულთან, მომხმარებელთან და კომპანიასთან.
Რა იყო თქვენი ყველაზე დიდი პროფესიული მიღწევა Yves Rocher Italia-ში და ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი ამ სფეროში?
– ორჯერ საფრანგეთში კერძოდ GACILLY – ში მიმიწვიეს საპატიო სტუმრის სტატუსით, სადაც ბრენდის სათაო ოფისია, სადაც მზადდება yves rocher ყველა პროდუქტი, ძალიან ემოციური იყო ორივეჯერ ვიზიტი, ალბათ ვიტყოდი დაუვიწყარიც. იქ მოხვედრა აუხდენელი ოცნებაა
Ემიგრანტებისთვის ხშირად რთულია ახალ გარემოში ადგილის დამკვიდრება. თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რას ურჩევდით იმ ქართველ ემიგრანტებს, რომლებიც ახალი გამოწვევების წინაშე დგანან?
– მოვიდნენ ჩემამდე, მე ყოველ ჩემს გამოცდილებას გავუზიარებ, უამრავ ადამიანს უთქვამს, რომ, ივროშემ არა მარტო ფულის შემოსავლის წყარო გაუჩინათ, არამედ ემიგრანტობა გადაატანინა, დეპრესიული ფონი გაუქრო. ჩვენ ერთი ოჯახი ვართ. ქართველ ემიგრანტებს ვუსურვებ წინსვლას, წარმატებებს, მიყვარს ყველა ვისაც ქართველი ჰქვია. როცა მე მათი დახმარება შემიძლია, მინდა მომცენ დახმარების შანსი, ხოლო გადაწყვეტილება თვითონ უნდა მიიღონ.
Ამ სფეროში რა არის თქვენი სამომავლო მიზნები და გეგმები?
– გეტყვით, არ დაგიმალავთ საუბარი არის დირექტორობის პოზიციაზე, თუმცა მგონია რომ ჯერ მზად არ ვარ, თუმცა თუ ძალიან მოვინდომებ ალბათ ეს იქნება სამომავლო გეგმა, რაც თავის მხრივ იტალიის ქართველ ემიგრანტებსაც მეტ შანსს მისცემს, ფრთები გაშალონ და კარიერის მწვერვალები დაიპყრონ.
ინტერვიუ მოამზადა ხათუნა შარაძემ.