„ჩემთვის, იყო დიდი სიხარული იტალიელებისთვის გამეცნო საქართველო“ – იტალიელი რომელსაც საქართველო უყვარს

ისტორიკოსი

AprioriTV•აპრიორიტვ – ის სტუმარი, ტოსკანას დედაქალაქ ფლორენციაში დაბადებული მწერალი ფრანჩესკო ტრეჩია – Francesco Trecci.

საქართველოსადმი სიყვარულს, ტრადიციას და კულტურას ოჯახში მეუღლეს და ორ შვილსაც უზიარებს ,,მე საქართველო 25 წლის წინ, იტალიის ტელე- ჟურნალში აღმოვაჩინე. სტატიაში საუბრობდნენ უძველესი კულტურის ქვეყანაზე. მის ენასა და ანბანზე. სწორედ, ეს გახდა ჩემი ინტერესის საგანი, საფუძვლიანად შემესწავლა ფლორენციაში საქართველოს ისტორია და შემდეგ ქართულ ენას ნაპოლის უნივერსიტეტში დავუფლებოდი. ვიმოგზაურე და დავათვალიერე საქართველო. 23 წლის წინ, ცოტას თუ შეხვდებოდით ჩემსავით ტურისტს“ – გვიყვება ფრანჩესკო ტრეჩი.

ფრანჩესკო ამბობს, რომ – ძველებური სტილით და თავის კოლორიტულობით გამოვარჩევდი თბილისის რამოდენიმე უბანს: სოლოლაკს, აბანოთუბანს, ავლაბარს, ძველ თბილისს. ძალიან მომწონს ქუთაისში ბაგრატის ტაძარი.

საქართველოს ყველა კუთხე თავისებურად ლამაზია, მაგრამ ჩემ შემთხვევაში მაინც გამორჩეულად მომწონს ქვემო ქართლი, რაჭა და სამეგრელო. თქვენი სამზარეულო საოცარია. მომწონს ხინკალი. ცეკვები, ლიტერატურა, ისტორია, ანბანი, ტრადიციები და სამზარეულო ხომ საქართველოს იდენტობაა. – ფრანჩესკომ, საქართველოში მოგზაუროურობის შემდეგ, იტალიურ ენაზე გამოსცა სამი წიგნი სახელწოდებით – „საქართველო“. „ჩემთვის, იყო დიდი სიხარული იტალიელებისთვის გამეცნო საქართველო. წიგნში ყველაფერია აღწერილი. იტალიაში ბევრი ქართველი ემიგრანტი ცხოვრობს. ჩემმა ქვეყანამ უნდა იცოდეს საქართველო რაოდენ საინტერესო ქვეყანაა. ჩემი მიზანი იტალიაში საქართველოს პოპულარიზაციაა. მომავალში დავბრუნდები საქართველოში და იტალიურ დიდ ჯგუფს ადგილზე გავაცნობ ამ შესანიშნავ ქვეყანას. საქართველო ჩემი მეორე სამშობლოა. ვიყავი, ვარ და ვიქნები ყოველთვის საქართველოსთვის“. – აღნიშნა AprioriTV-სთან საუბარში ფრანჩესკო ტრეჩმა.

სტატიის ავტორი, ნათია ვასაძე – AprioriTV-ს ჟურნალისტი ნეაპოლში

AprioriTV •აპრიორიტივი -ს სპონსორია ნუტრიციოლოგიის რეზიდენტი და ფიტნეს ინსტრუქტორი იტალიაში მამუკა რაშოიანი

საკონტაქტო ინფორმაცია WhatsApp +39 351 857 1719

Exit mobile version