ლორენცო პაპა, ბარის ასოციაცია Domina-დან, განმარტავს, როგორ უნდა დაიცვათ თქვენი შრომითი უფლებები, რა სარგებელი მოაქვს ეროვნული კოლექტიური ხელშეკრულების დაცვას და რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ თავადვე მოითხოვოთ სამართლიანი სამუშაო პირობები.
ლორენცო პაპა, ბარის ასოციაცია Domina-დან, საუბრობს ეროვნული კოლექტიური ხელშეკრულების მნიშვნელობაზე საოჯახო სექტორში დასაქმებულებისთვის. მისი თქმით, ხელშეკრულება განსაზღვრავს შრომით პირობებს და უფლებებს, თუმცა მისი დაცვა მხოლოდ შესაბამისი ინფორმირებულობითა და მოქმედებით არის შესაძლებელი.
ის აღნიშნავს, რომ ხშირად დასაქმებულები ჩივიან არასამართლიან ანაზღაურებაზე, აუნაზღაურებელ შრომით საათებზე ან იმაზე, რომ INPS-ში ოფიციალურად მითითებული სამუშაო საათები რეალურად ნაკლებია. ლორენცოს აზრით, მსგავსი ჩივილები უშედეგოა, თუ დასაქმებულები თავად არ მოითხოვენ საკუთარი უფლებების დაცვას.
ლორენცო მოუწოდებს მათ, ვისაც უსამართლო პირობებში უწევს მუშაობა, პირველ რიგში, ესაუბრონ დამსაქმებლებს და სცადონ პრობლემის მოგვარება. ხოლო თუ შეთანხმება ვერ მიიღწევა, მათი საუკეთესო არჩევანი არის სამუშაოს დატოვება და უკეთესი პირობების ძიება.
ის ასევე აღნიშნავს, რომ Domina-სა და Geo Hous-ის მხარდაჭერით, იტალიაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს შეუძლიათ მიიღონ დეტალური ინფორმაცია შრომით კანონმდებლობაზე, ასევე დახმარებას გაუწევენ უკეთესი სამუშაოს მოძიებაში, სადაც კანონის ფარგლებში დასაქმდებიან და სახელფასო ანაზღაურებასაც კანონის ფარგლებში მიიღებენ. ასოციაცია რეგულარულად აწყობს კონსულტაციებს და არის უფლებამოსილი დასაქმების პროცესში მონაწილეობის მისაღებად.
#შრომითიუფლებები#კოლექტიურიხელშეკრულება#დასაქმება#ემიგრანტები#სამუშაოპირობები#სამართლიანიშრომა#Domina#Geohaus#Aprioritv#იტალია#მუშახელი#დამსაქმებელი