BREAKING

Geo House

რამდენი ხნით ადრე უნდა გააფრთხილოთ დამსაქმებელი სამსახურიდან წასვლისას? (ვიდეო)

იტალიის ეროვნული ასოციაცია Domina-ს ქალაქ ბარის ხელმძღვანელი ლორენცო პაპა: როგორც მან გასულ კვირას დააანონსა, დღეს საუბრობს წინასწარი გაფრთხილების პერიოდზე – რამდენი ხნით ადრე უნდა აცნობოს დასაქმებულმა დამსაქმებელს სამუშაოს დატოვების შესახებ. სტატიის დასარულს ნახავთ ვიდეოს, სადაც ლორენცო პაპა დეტალურად (იტალიურ ენაზე) ხსნის იტალიის შრომითი კანონის მონაკვეთს.

შეგახსენებთ, რომ პროექტი ხორციელდება საემიგრაციო ორგანიზაცია Centro servizi Geo House-ს, იტალიის ეროვნული ასოციაიცია Domina -ს და საემიგრაციო მედიაპლატფორმა Apriori TV • აპრიორი ტვ -ს მხარდაჭერით.

ლორენცო აღნიშნავს, რომ ამ თემას განიხილავს მხოლოდ კონტრაქტის კუთხით და არა ემოციური თვალსაზრისით. ხშირად დასაქმებულები ფიქრობენ, რომ შეუძლიათ ადგილის დატოვება მაშინ, როცა დამსაქმებელი არ დაზარალდება, მაგრამ ეს არ არის საკონტრაქტო ვალდებულება.

კერძოდ, 54-საათიანი სამუშაოსთვის, რომელიც ეხება ბადანტეს (მომვლელს) და CS Super კატეგორიას, თუ დასაქმებული ერთსა და იმავე ოჯახში მუშაობს 5 წელზე ნაკლები დროის განმავლობაში, დამსაქმებელს მისი გათავისუფლება შეუძლია მინიმუმ 15-დღიანი წინასწარი გაფრთხილებით. თუ დასაქმებულს 5 წელზე მეტი სტაჟი აქვს, ეს პერიოდი 30 კალენდარული დღეა.

მეორე მხრივ, თუ თავად დასაქმებული აპირებს სამსახურის დატოვებას, მაშინ ეს პერიოდი ნახევრდება: თუ მან იმავე ოჯახში 5 წელზე ნაკლები იმუშავა, გაფრთხილების პერიოდი 8 სამუშაო დღეა, ხოლო 5 წელზე მეტი სტაჟის შემთხვევაში – 15 სამუშაო დღე.

კონტრაქტი არ კრძალავს დასაქმებულის მხრიდან სამუშაოს დატოვებას ნებისმიერ დროს, თუმცა ასეთ შემთხვევაში ის კარგავს წინასწარი გაფრთხილების ანაზღაურების უფლებას. მაგრამ თუ მას უკვე აქვს ახალი სამუშაო, მაშინ ამ თანხას ძველი დამსაქმებელი აღარ უხდის, არამედ ახალი დამსაქმებელი. იგივე წესი ვრცელდება დამსაქმებელზეც – მას შეუძლია თანამშრომლის გათავისუფლება წინასწარი გაფრთხილების გარეშე, თუ გადაწყვეტს შესაბამისი პერიოდის ანაზღაურების გარეშე გაუშვას იგი.

ეს პროექტი ქართველი ემიგრანტებისთვის მნიშვნელოვანი რესურსია, რომელიც ეხმარება მათ შრომითი უფლებების დაცვაში, უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებაში და სამართლებრივი გაურკვევლობების თავიდან აცილებაში. ინფორმირებულობა აძლიერებს მათ პოზიციებს სამუშაო გარემოში და ამცირებს შრომითი ექსპლუატაციის რისკს.

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts